”ფაროსანა არ არის მწერი, რომელიც შეიძლება ერთ და ორ წელიწადში დამარცხდეს”-სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

”ფაროსანა არ არის მწერი, რომელიც შეიძლება ერთ და ორ წელიწადში დამარცხდეს”-სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევძლოთ აზიური ფაროსანას პოპულაციის კონტროლქვეშ მოქცევა, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, არსებობს მომავალი წლის სტრატეგია, რომელშიც განსაზღვრულია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდები, მათ შორის, როგორც ბუნებრივი მტრის, ასევე ქიმიური მეთოდებით ბრძოლის საშუალებები.

"ნებისმიერი ბუნებრივი მტერი შეიძლება განვიხილოთ, თუმცა მათი შემოყვანა მეცნიერების მრავალწლიანი შრომის და მუშაობის შედეგად შეიძლება მოხდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მომავალ წელს მაქსიმალურად შევძლოთ აზიური ფაროსანას პოპულაციის კონტროლქვეშ მოქცევა. ფაროსანა არ არის მწერი, რომელიც შეიძლება ერთ და ორ წელიწადში დამარცხდეს, მაგრამ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ეს ზიანი ნაკლები იყოს", - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მან მოსახლეობასაც მიმართა და აღნიშნა, რომ ფაროსანასთან საჭიროა ერთობლივი ბრძოლა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე მოსახლეობის.

"ამჟამად საჭიროა თხილის ბაღებში მოსახლეობამ დაიწყოს გამოსუფთავების და გასხვლის სამუშაოები, ასევე დამუშავდეს ქიმიურად. ეს სამუშაოები აზიურ ფაროსანასთან პირდაპირ კავშირში არ არის, თუმცა კავშირშია მაღალმოსავლიანობასთან", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი