"საზმაუმ" 5 წელში ბიუჯეტიდან 203 503 700 ლარი მიიღო - რას დააფინანსებდა სახელმწიფო ამ ფულით

"საზმაუმ" 5 წელში ბიუჯეტიდან 203 503 700 ლარი მიიღო - რას დააფინანსებდა სახელმწიფო ამ ფულით

საზოგადოებრივი მაუწყებელი საეთერო ბადეში კომერციული რეკლამის დამატებით განთავსების უფლების მინიჭებას ითხოვს - შესაბამის კანონპროექტს პარლამენტში აქტიურად განიხილავენ. ინიციატივას კერძო ცენტრალური და რეგიონული ტელევიზიები ეწინააღმდეგებიან. მათი წარმომადგენლების განცხადებით, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი რეკლამების განთავსების კუთხით სხვა ტელევიზიებთან თანაბარ პირობებში იქნება, მაშინ რა საჭიროა ის 50-მილიონიანი დაფინანსება, რომელსაც ის ყოველ წელს ბიუჯეტიდან იღებს. ამ ლოგიკით, წარმოიდგინეთ, რომ სახელმწიფო უწყებებს მიეცეთ მაღაზიების ან სასტუმროების გახსნის უფლება და თავიანთი უზარმაზარი ბიუჯეტით კონკურენცია გაუწიონ კერძო სექტორს. ზემოხსენებული კანონპროექტის შესახებ პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობაა.

თუმცა, შესაძლოა ჯობდეს, მოქალაქეებსა (რომელთა ჯიბიდანაც ფინანსდება"საზოგადოებრივი მაუწყებელი") და კანონმდებლებს ჯერ იმაზე ემსჯელათ, რა ეფექტი და სარგებელი მოიტანა საზოგადოებისთვის ბოლო 5 წელიწადში "საზმაუწყებლისთვის" ბიუჯეტიდან დახარჯულმა 200 მილიონ ლარზე მეტმა და არის თუ არა ეს წყალში გადაყრილი ფული, ხოლო შემდეგ უკვე იმაზე, სახელმწიფო ბიუჯეტზე მიბმულ ტელევიზიას უნდა ჰქონდეს თუ არა რეკლამის განთავსების უფლება.

საინტერესოა, რა პროექტებს დააფინანსებდა სახელმწიფო იმ 203 503 700 ლარით, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელს მოხმარდა?

ეს თანხები "კვირის პალიტრამ" დაითვალა და აღმოჩნდა, რომ ამ თანხით რამდენიმე სოციალური პროექტის დაფინანსება წლების განმავლობაში იქნებოდა შესაძლებელი. მაგალითად:

  • მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პროგრამა დაფინანსდებოდა - 26 წელი
  • მესამე და შემდეგი შვილის მყოლი ოჯახები დაფინანსდებოდნენ - 14 წელი
  • დევნილების და ლტოლვილების დაფინანსება განხორციელდებოდა - 19 თვე
  • შშმ პირებისა და მარჩენალდაკარგულების დახმარება განხორციელდებოდა - 11 თვე
  • საარსებო შემწეობა გაიცემოდა - 9 თვე

წაიკითხეთ ვრცლად: ფულის წაგლეჯის კანონპროექტი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი