"20 დღის წინ ის სრულიად ჯანმრთელი იყო... სამ დღეში მხედველობა სრულად გაუნულდა" - 9 წლის ტატო ჯუღელი სიცოცხლისთვის იბრძვის

"20 დღის წინ ის სრულიად ჯანმრთელი იყო... სამ დღეში მხედველობა სრულად გაუნულდა" - 9 წლის ტატო ჯუღელი სიცოცხლისთვის იბრძვის

საქველმოქმედო ორგანიზაცია "დედების ფონდი" განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას 9 წლის ბიჭუნას დასახმარებლად მოუწოდებს:

"ეს ტატო ჯუღელია, 9 წლის. 20 დღის წინ ის სრულიად ჯანმრთელი იყო, ახლა კი თურქეთში, აჩიბადენში წევს უმძიმესი დიაგნოზით.

ყველაფერი თვალის შეშუპებით დაიწყო, რაც მალევე ჩაცხრა, მაგრამ შემდეგ თვალის ირისმა (ე.წ კაკალი) დაიწყო ფორმის ცვლილება და სამ დღეში მხედველობა სრულად გაუნულდა.

ტომოგრაფიის პასუხი შოკისმომგვრელი იყო, თავის ტვინის სიმსივნე, ექიმები გადარჩენის შანსებზეც კი ვერ საუბრობდნენ! ოჯახმა შეძლო გზის თანხების მობილიზება და ბავშვის თურქეთში გადაყვანა. სიმსივნე პროგრესირებს ძალიან სწრაფად, მოედო თავის ტვინის ერთ ნახევარსფეროს, თვალს, ცხვირხახის ძვალს. თურქეთის კლინიკაში დავალიანებამ 30 000$-ს მიაღწია. ოჯახი სასოწარკვეთილია და იმედად ჩვენი ფონდი და მისი შემომწირველები დავრჩით.

მეგობრებო, ტატოს ოპერაცია წუთი-წუთზე დაიწყება, დავალიანების მიუხედავად თურქი ექიმები გადადებას ვერ ბედავენ. იქნება ძალიან რთული ოპერაცია.

ილოცეთ, გთხოვთ, ილოცეთ და დაეხმარეთ ფინანსურადაც. ვისაც რა შეგიძლიათ, გააკეთეთ მაქსიმუმი თქვენი შესაძლებლობების. დღეს ისე გვჭირდება ერთმანეთის თანადგომა, როგორც არასდროს. დაგვეხმარეთ!

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომერზე:

საქართველოს ბანკი

GE37BG0000000897167500

მიმღები: ალექსანდრე ჯუღელი (ტატოს მამა)

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი