კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:20 / 21-11-2017
თუ ბედნიერი არ ხართ, ხაჭაპური არ უნდა გამოაცხოთ - BBC-ს ჟურნალისტი
უგემრიელეს ხაჭაპურს ქართველები ძალიან ხშირად ამზადებენ, თუმცა ის მხოლოდ ლხინის დროს ცხვება, ამის შესახებ "ბიბისის" ჟურნალისტი დევიდ ფარლი წერს.

მისი თქმით, ქართველმა კულინარებმა განუმარტეს, რომ  "თუ ცუდ ხასიათზე ხართ, ახლობლის გარდაცვალებას გლოვობთ, ან გული გაქვთ ნატკენი, ცომს ხელი არ უნდა მოკიდოთ, თავი შორს უნდა დაიჭიროთ მისგან”.

ფარლი წერს, რომ პირველად ხაჭაპური რიკოთის უღელტეხილზე გასინჯა. მასპინძლებმა განუმარტეს, რომ თუ ხაჭაპური გემრიელია, მცხობელი აუცილებლად ბედნიერია, სხვა შემთხვევაში ხაჭაპურის ჭამა შეუძლებელი იქნებოდა.

თეორიის დასამტკიცებლად ჟურნალისტი სამზარეულოში შეიყვანეს, სადაც
ახალმოზელილ ცომთან იჯდა ქალი და სულგუნის ბურთებს აკეთებდა ხაჭაპურისთვის. მან სტუმრებს შეხედა და მხიარულად გაუღიმა.



ფარლი წერს, რომ ხაჭაპური საქართველოში ყველგან იყიდება - ქუჩის საცხობებში, მაღალი კლასის რესტორნებში... საქართველოს მოსახლეობის 88% პიცასა და ხაჭაპურს შორის არჩევანს ხაჭაპურის სასარგებლოდ აკეთებს.

ამასთან, შესაძლოა, ხაჭაპურის ისტორია პიცასაც უკავშირდებოდეს.



"შავი ზღვით რომაელი ჯარისკაცები ჩამოდიოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და მათ ჩამოჰქონდათ პიცის მსგავსი რეცეპტები. მეთექვსმეტე საუკუნემდე ევროპაში პომიდორი არ იყო, ამიტომ ცხვებოდა მხოლოდ ცომი და ყველი, რომელიც ხაჭაპურს ჰგავდა," - ამბობს დალი ცაავა, რომელიც საქართველოს კულინარიის აკადემიაში ასწავლიდა.

ცაავამ, აქვე, აღნიშნა, რომ ხაჭაპური ნამდვილად არის მცხობელის "სარკე" და ზუსტად გვიჩვენებს, როგორ ხასიათზე იყო, როდესაც ხაჭაპურს აცხობდა.

ტეგები:
14:40 / 08-12-2017
გია
0
რის ხაჭაპური,რა ხაჭაპური! თუ ბედნიერი არ ხარ უნდა გეყოს გამბედაობა და თავი უნდა მოიკლა....))))))
19:04 / 21-11-2017
ლალუკა
0
ხაჭაპურს უნდა კარგი იმერული ყველი და არა (კახურ-იმერული და შირაქის, სად შირაქი სად იმერული)და ხასიათიც გამოგიკეთდება. ყველს რომ რძე გასდის ისევ.
მსგავსი სიახლეები
+VIDEO| რაიან რეინოლდსი სკარლეტ იოჰანსონის ყოფილი მეუღლეა
რუსეთის პრეზიდენტი შემაჯამებელ პრესკონფერენციას მართავს
განსაკუთრებით "სიფრთხილეა საჭირო" - აჭარულ ხაჭაპურთან. უზარმაზარი ცომის ნავი, რომელიც
"სტუმართმოყვარეობა მათი ცხოვრების ნაწილია"
საიტზე ბლოგის შესახებ ამჟამად აღნიშნულია, რომ ის აღარ არსებობს
"მოვითხოვე, შემხვდეს თქვენი უფროსი-მეთქი. უფროსმა, აუნაზღაურეთო და ესაა მათი ბოლო პასუხი"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49