ტყეების აღდგენა, რომელიც ზაფხულში ხანძრების დროს დაიწვა, გაზაფხულიდან დაიწყება

ტყეების აღდგენა, რომელიც ზაფხულში ხანძრების დროს დაიწვა, გაზაფხულიდან დაიწყება

ბორჯომის ხეობასა და კახეთში გაჩენილი ხანძრების შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელმა კომისიამ საველე სამუშაოები დაასრულა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ განუცხადა, კომისიამ უკვე შეისწავლა არსებული ვითარება, ამჟამად კი მიმდინარეობს მიღებული მონაცემების დამუშავება. მისივე ინფორმაციით, დასრულებული სახით ინფორმაცია მიმდინარე წლის დეკემბერში გასაჯაროვდება.

როგორც თორნიკე გვაზავამ განაცხადა, აქტიური სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება.

"საველე სამუშაოები დავასრულეთ. კომისია საველედ უკვე ორჯერ იყო გასული. ახლა მიმდინარეობს მიღებული მონაცემების ლაბორატორიული დამუშავება.

საბოლოო შედეგი ალბათ ამ წლის ბოლოს იქნება და განცხადებასაც გავაკეთებთ.

სამუშაოებს ჩავატარებთ მომავალი წლის გაზაფხულიდან. ეს კომისიის რეკომენდაციაა, რომ ამ შემოდგომაზე არაფერი გაკეთდეს და სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყოს. რაც შეეხება ზარალს, ამჟამად ზუსტად ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

ბალახი ნახანძრალ ტერიტორიაზე უკვე წამოსულია და ეს დამაიმედებელია", -განაცხადა თორნიკე გვაზავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი