”ლაგუნასთან” გზა გაფართოვდება, ვაშლიჯვრიდან გელოვანზე მიმავალ გზაზე კი ესტაკადა გაკეთდება - მერიის გეგმები

”ლაგუნასთან” გზა გაფართოვდება, ვაშლიჯვრიდან გელოვანზე მიმავალ გზაზე კი ესტაკადა გაკეთდება - მერიის გეგმები

ვაშლიჯვრიდან გელოვანის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე ესტაკადის გაკეთება გვინდა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ”რადიო პალიტრის” გადაცემა ”შუადღის სტუდიაში” განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება, მათ შორის გმირთა მოედნიდან ”ლაგუნა ვერეს” მიმართულებით არსებული გზის გაფართოება.

”ჩვენ გეგმებში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს, მათ შორის გამოვყოფ რამდენიმე პრიორიტეტულ პროექტს. ვაშლიჯვრიდან გელოვანის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე ძალიან დიდი საცობებია. აქ გვინდა, რომ ესტაკადა გავაკეთოთ. გმირთა მოედნიდან ”ლაგუნა ვერეს” მიმართულებითაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში საცობია. აქ გვაქვს დაგეგმილი არსებული გზის გაფართოება, რათა გამტარიანობა მეტი ჰქონდეს. ასევე ”ვეფხი და მოყმის” ძეგლთან გვინდა ახალი გზის გაკეთება”, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

"არაფერი მძიმე ოპერაცია არ ჰქონდა გადატანილი...არაფერი არ აწუხებდა" - გარდაცვლილი ექთნის დედის პირველი კომენტარი

საქართველოში კორონავირუსის 262  ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

"მეგიმ თქვა, რაღაც ტაბლეტი დამალევინესო... მალავენ რა წამალი იყო და სწორედ ამის გასარკვევად მივედი დღეს კლინიკაში" - გარდაცვლილი ექთნის მეუღლე