კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:51 / 22-11-2017
"მადლობა ყველაფრისთვის, მშვიდობით!" - მიხეილ სააკაშვილი ბებიის ქელეხში "სკაიპით" ჩაერთო
საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბებია მზია წერეთელი 18 ნოემბერს დაკრძალეს. 90 წლის მზია წერეთელი მცირეხნიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მიხეილ სააკაშვილი ბებიის დაკრძალვას ვერ დაესწრო, ქელეხში უკრაინიდან სკაიპით ჩაერთო და იქ დამსწრეებს მიმართა. ამის ამსახველი კადრები youtube-ზე ვრცელდება:

იხილეთ ვიდეო

"მადლობა რომ ის გააკეთეთ, რაც მეც უნდა გამეკეთებინა და სამწუხაროდ ვერ გავაკეთე, რომ გამეცილებინა ბებიაჩემი. ახლა ვარ კიევში და მახსენდება, რომ როცა მჭირდებოდა მზია ყოველთვის იყო აქ, აქ ამერიკაში, ევროპაში, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. როდესაც პირველად პარლამენტში
ამირჩიეს, 1995 წელს, პირველ სხდომაზე წავიყვანე მზია, სკოლაში პირველად მიგიყვანე, ბედნიერი ფეხი გვაქვსო და პარლამენტშიც უნდა მიგიყვანო, რომ ბედნიერი ფეხი გქონდეს პოლიტიკაშიო. ასე გამნაცილა პრაქტიკულად 50 წლის ასაკამდე და იმედია, რომ ბედნიერ ფეხზე გამაცილა. ვწუხვარ, რომ ჩემ გამო ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა, დაუყადაღეს ბინა, მანქანა...

ეს განსაკუთრებული ადამიანი იყო და მასთან ერთად მთელი ეპოქა მიდის ჩემთვის. ბოლოს გააკეთეს ის, რომ მზიას გამო მთელი ინსტიტუტი გამოასახლეს და გადაასახლეს ძველი ბორდელის შენობაში (ბევრს ხუმრობდა ამაზე) ძველ თბილისში, ამ ინსტიტუტში პრაქტიკულად ცხოვრების ბოლომდე მუშაობდა ის... ერთადერთი რაზეც დარდობდა ბოლოს, ბოლომდე ფორმაში იყო კარგად იცით ყველამ, ბოლოს ერთად ვიყავით ბოლოს ვენაში, ერთად ვიარეთ, ძალიან ბევრ ადგილას, ვიარეთ ქუჩებში, წავყევი მაღაზიებში... ბოლო წლებში რამდენი ვიარეთ სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტბში და ყოველთვის მიკვირდა საიდან ჰქონდა ამდენი ენერგია და ძალა, იმიტომ რომ მეც მიჭირს ამხელა დისტანციების გავლა...

ეს იყო ადაიანი, რომელმაც ბოლომდე იცხოვრა სისხლსავსე ცხოვრებით, ბოლომდე იყო ფორმაში, ბოლომდე იყო უკიდურესად კეთილგანწყოიბილი ადამიანებისადმი, ჰქონდა უკიდურესი მომხიბვლელობა და ვისურვებდი მისი მომხიბვლელობის 10% მაინც მქონოდა... ჯამში ბევრი კარგი რაღაც ნახა, ცხოვრების დასაწყისში ჩამოართვეს ორჯერ ქონება და ცხოვრების ბოლოსაც ჩამოართვეს. მიუხედავად ამ ნეგატივისა, მისი ცხოვრება შედგა, მათ შორის ყველა თქვენი მეშვეობით და იმედია, მეც შევიტანე ამაში წვლილი. მინდა მადლობა ვუთხრა უპირველესად მზიას - მადლობა ყველაფრისთვის, მშვიდობით! არაუშავს, რაც ვერ ნახა, ჩვენ მაინცგავაკეთებთ და გამოგვივა. მასთან დაკავშირებით რაღაც გეგმები მქონდა, ვერ შევასრულე და ვერ დავემშვიდობე, მაგრამ შევასრულებ მის გარეშე, მასზე ფიქრით, თქვენთან ერთად! დიდი მადლობა ყველას" - ასე დაასრულა სკაიპ-ჩართვა მიხეილ სააკაშვილმა.

წაიკითხეთ: "ვფიქრობ საყვარელ მზია ბებიაზე... რომლის დაკრძალვაზე მიშას არც კი შეუძლია ჩამოსვლა" - რას წერს სანდრა რულოვსი "ფეისბუქზე"
18:52 / 22-11-2017
marta
1
უი თქვე ბოროტებო...
13:52 / 22-11-2017
გაიტანეთ გრენლანდიას
7
გრანლანდიამდე შენ წაგიმძღვანიებთ წინ,მიშა უკვე კარგა ხანია გატანილია და თანაც სამუდამოდ მადლობა ღმერთს.ცივი წყალი დალიე,თითქმის მუქთაა...
მსგავსი სიახლეები
+VIDEO "მთელი საღამო მირეკავდნენ და მილოცავდნენ შინაპატიმრობას. კატეგორიულად არ ვიღებდი ამ მოლოცვას"
"ერღვევათ სისტემა. ამათთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სახლში ჩავეკეტე და გარეთ არ გამოვეშვი"
კიევის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია: მიხეილ სააკაშვილი თავისუფალია
სახლის აშენება დიდგვაროვან ალექსანდრ კოზეროვსკის უკავშირდება
"იქ არის მორიგე ექიმი, რომელიც ჩვენ გუშინ რამდენიმეჯერ გამოვიძახეთ"
LIVE|იზოლატორთან ჟურნალისტები, აქტივისტები და ძალოვნები არიან მობილიზებულნი
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49