"მადლობა ყველაფრისთვის, მშვიდობით!" - მიხეილ სააკაშვილი ბებიის ქელეხში "სკაიპით" ჩაერთო

"მადლობა ყველაფრისთვის, მშვიდობით!" - მიხეილ სააკაშვილი ბებიის ქელეხში "სკაიპით" ჩაერთო

საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბებია მზია წერეთელი 18 ნოემბერს დაკრძალეს. 90 წლის მზია წერეთელი მცირეხნიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მიხეილ სააკაშვილი ბებიის დაკრძალვას ვერ დაესწრო, ქელეხში უკრაინიდან სკაიპით ჩაერთო და იქ დამსწრეებს მიმართა. ამის ამსახველი კადრები youtube-ზე ვრცელდება:

იხილეთ ვიდეო

"მადლობა რომ ის გააკეთეთ, რაც მეც უნდა გამეკეთებინა და სამწუხაროდ ვერ გავაკეთე, რომ გამეცილებინა ბებიაჩემი. ახლა ვარ კიევში და მახსენდება, რომ როცა მჭირდებოდა მზია ყოველთვის იყო აქ, აქ ამერიკაში, ევროპაში, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. როდესაც პირველად პარლამენტში ამირჩიეს, 1995 წელს, პირველ სხდომაზე წავიყვანე მზია, სკოლაში პირველად მიგიყვანე, ბედნიერი ფეხი გვაქვსო და პარლამენტშიც უნდა მიგიყვანო, რომ ბედნიერი ფეხი გქონდეს პოლიტიკაშიო. ასე გამნაცილა პრაქტიკულად 50 წლის ასაკამდე და იმედია, რომ ბედნიერ ფეხზე გამაცილა. ვწუხვარ, რომ ჩემ გამო ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა, დაუყადაღეს ბინა, მანქანა...

ეს განსაკუთრებული ადამიანი იყო და მასთან ერთად მთელი ეპოქა მიდის ჩემთვის. ბოლოს გააკეთეს ის, რომ მზიას გამო მთელი ინსტიტუტი გამოასახლეს და გადაასახლეს ძველი ბორდელის შენობაში (ბევრს ხუმრობდა ამაზე) ძველ თბილისში, ამ ინსტიტუტში პრაქტიკულად ცხოვრების ბოლომდე მუშაობდა ის... ერთადერთი რაზეც დარდობდა ბოლოს, ბოლომდე ფორმაში იყო კარგად იცით ყველამ, ბოლოს ერთად ვიყავით ბოლოს ვენაში, ერთად ვიარეთ, ძალიან ბევრ ადგილას, ვიარეთ ქუჩებში, წავყევი მაღაზიებში... ბოლო წლებში რამდენი ვიარეთ სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტბში და ყოველთვის მიკვირდა საიდან ჰქონდა ამდენი ენერგია და ძალა, იმიტომ რომ მეც მიჭირს ამხელა დისტანციების გავლა...

ეს იყო ადაიანი, რომელმაც ბოლომდე იცხოვრა სისხლსავსე ცხოვრებით, ბოლომდე იყო ფორმაში, ბოლომდე იყო უკიდურესად კეთილგანწყოიბილი ადამიანებისადმი, ჰქონდა უკიდურესი მომხიბვლელობა და ვისურვებდი მისი მომხიბვლელობის 10% მაინც მქონოდა... ჯამში ბევრი კარგი რაღაც ნახა, ცხოვრების დასაწყისში ჩამოართვეს ორჯერ ქონება და ცხოვრების ბოლოსაც ჩამოართვეს. მიუხედავად ამ ნეგატივისა, მისი ცხოვრება შედგა, მათ შორის ყველა თქვენი მეშვეობით და იმედია, მეც შევიტანე ამაში წვლილი. მინდა მადლობა ვუთხრა უპირველესად მზიას - მადლობა ყველაფრისთვის, მშვიდობით! არაუშავს, რაც ვერ ნახა, ჩვენ მაინცგავაკეთებთ და გამოგვივა. მასთან დაკავშირებით რაღაც გეგმები მქონდა, ვერ შევასრულე და ვერ დავემშვიდობე, მაგრამ შევასრულებ მის გარეშე, მასზე ფიქრით, თქვენთან ერთად! დიდი მადლობა ყველას" - ასე დაასრულა სკაიპ-ჩართვა მიხეილ სააკაშვილმა.

წაიკითხეთ: "ვფიქრობ საყვარელ მზია ბებიაზე... რომლის დაკრძალვაზე მიშას არც კი შეუძლია ჩამოსვლა" - რას წერს სანდრა რულოვსი "ფეისბუქზე"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი