"ბავშვები გვყავს. ხალხში პანიკაა!”-სპეცოპერაციის მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხი გაყვანას ითხოვს

"ბავშვები გვყავს. ხალხში პანიკაა!”-სპეცოპერაციის მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხი გაყვანას ითხოვს

გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი კორპუსებიდან მათ გაყვანასაც ითხოვს.

როგორც ისინი აცხადებენ, ადგილობრივების ევაკუაცია მხოლოდ იმ ერთი კორპუსის სადარბაზოდან განხორციელდა, რომელშიც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, დანარჩენი სადარბაზოების მცხოვრებლებს კი სამართალდამცავები საცხოვრებლის დატოვების საშუალებას არ აძლევენ, ვინაიდან კორპუსების შესასვლელები ბლოკირებულია.

"ბავშვები გვყავს. ხალხში პანიკაა. ვითხოვთ, რომ ჩვენც გაგვიყვანონ ადგილიდან", - განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

მათივე ინფორმაციით, სპეცოპერაციის ადგილზე წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში სროლის ხმა ისმოდა.

იხილეთ ვიდეო:  "მეშინია გარეთ გასვლის და მეჩქარება სამსახურში" - რას ამბობენ და ითხოვენ სპეცოპერაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი