ექიმი - დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა კრიტიკულია, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნურად ჩანაცვლება

ექიმი - დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა კრიტიკულია, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნურად ჩანაცვლება

დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა კრიტიკულია, - ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება.

"პაციენტი მოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემთხვევის ადგილიდან. შემოსვლისას მდგომარეობა იყო კრიტიკული, ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, ქალას სარქვლის ძვლების მრავლობითი მოტეხილობითა და დაზიანებით, სისხლდენით. პაციენტი შეყვანილი იქნა საოპერაციოში. ამჟამად მდგომარეობა კრიტიკული რჩება. მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება", - განაცხადა ექიმმა.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. მდგომარეობა რჩება მძიმე, კრიტიკული.

იხილეთ ვიდეო: როგორია სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა? - ექიმის კომენტარი კლინიკიდან

"82 წლის კაცი იყო... გულის მწვავე უკმარისობა ჰქონდა" - Covid 19-ით გარდაცვლილი 41-ე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურში მკურნალობდა

"დაიჯერეს, რომ მართლა არის კოვიდინფექცია" - მარინა ენდელაძე რამდენიმედღიანი პიკის შემდეგ, ინფიცირების შემთხვევათა შემცირებას პროგნოზირებს

დატოვა თუ არა თანამდებობა თენგიზ ცერცვაძემ? - ჯანდაცვის სამინისტროში ინფორმაციას არ ადასტურებენ