უბნები თბილისში, სადაც ხვალ გაზი და დენი გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ გაზი და დენი გაითიშება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ნოემბერს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ნოემბერს, 10:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1737 აბონენტს საგურამოში, ახალსოფელში, წიწამურში, ბურიანში, ნავდარაანთკარში, ჯიღაურასა და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 17:00 საათამდე - 387 აბონენტს ძეგვში, ციხედიდის ტერიტორიაზე, შიომღვიმესა და მიმდებარე ტერიტორიაზე, 12:00-დან 18:00 საათამდე - 104 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში: ხადა, ზაქათკარი, წკერე, იუხო და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ გაზმომარაგება შეეზღუდება "ყაზტრანსგაზ-თბილისის" აბონენტების ნაწილსაც.

10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის IV მიკრო რაიონში, კორპუსი № 42, № 43, № 55ა, № 55ბ, № 55გ, № 20, № 35 და № 36-ის მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი კორპუსების, შპს "თბილბინათმშენის" საცხოვრებელი კორპუსის, ნაკვეთი 08/027-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, სოფელი აგარაკების, ლისის საკრებულოს - ფერმწერთა, ვარაზის, მხატვართა ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს და ამ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

გაზის მიწოდება 17:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებლობას იხსნის.

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 24 ნოემბერს დროებით შეიზღუდება ასევე ელექტრომომარაგება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, ნინო რამიშვილის და იმედაძის ქუჩების მცხოვრებლებს; 11:00-დან 17:00 საათამდე - გურამიშვილის გამზირს (ნაწილობრივ); 11:00-დან 12:00 საათამდე - ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ხუდადოვის და მახათას ქუჩების მცხოვრებლებს; 11:00-დან 14:00 საათამდე - გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი