როგორია დაჭრილი სამი სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია დაჭრილი სამი სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის განცხადებით, თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში სპეცოპერაციისას დაჭრილი სამი სპეცრაზმელია მოთავსებული. მისივე ინფორმაციით, დაჭრილებს მედიკოსებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ზაზა სოფრომაძის განმარტებით, სამი დაჭრილიდან ორ სპეცრაზმელს კიდურების არეში აღენიშნებოდა მსუბუქი ჭრილობა, რომელიც უკვე დამუშავდა და მათ დამატებითი ჩარევა არ სჭირდებათ. რაც შეეხება მესამე დაჭრილ სპეცრაზმელს, ზაზა სოფრომაძის განმარტებით, მას მოტეხილი აქვს წვივის ძვალი და ამ დროისთვის ტრავმატოლოგიური ოპერაცია უტარდება.

”ჰოსპიტალში მოთავსებულია სამი სპეცრაზმელი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორ მათგანს აღენიშნებოდა მსუბუქი ჭრილობები, ჩაუტარდათ პირველადი სამედიცნო დამხარება და გადაყვანილები არიან პალატაში. რაც შეეხება მესამე სპეცრაზმელის მდგომარეობას, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად წვივის ძვალი აქვს მოტეხილი. ოპერაცია მთავრდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, - განაცხადა სოფრომაძემ.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი