ვინ არის მიტროპოლიტი შიო, რომელიც პატრიარქის მოსაყდრედ დასახელდა

ვინ არის მიტროპოლიტი შიო, რომელიც პატრიარქის მოსაყდრედ დასახელდა

ქაშუეთში სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს მიმართა, გიორგობის დღესასწაული მიულოცა და ბრძანება წაიკითხა, რომელიც უწმინდესის თქმით, დღეს დაიწერა.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია ყოვლადუსამღვდელოებობა მიტროპოლიტიკი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი", - ნათქვამია ილია მეორეს ბრძანებაში.

მაღალყოვლადუსამღვდელოესი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსია და სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიას ხელმძღვანელობს.

მიტროპოლიტი შიო (ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი) 48 წლისაა. ის დაიბადა თბილისში, 1969 წლის პირველ თებერვალს.

თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან, ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში. კონსერვატორიის პირველ კურსზე მან გაიმარჯვა ვიოლონჩელისტების პირველ რესპუბლიკურ კონკურსზე (გავიდა პირველ ადგილზე). 1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ - ეკონომოსად. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა.

იხილეთ ვიდეო: მეუფე შიოს პირველი კომენტარი, პატრიარქის მესაყდრედ დასახელების შემდეგ - "ჩემი თავი მიმაჩნია უღირსად ამ მსახურებისთვის"

1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად.

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში არის 39 ტაძარი, (20 მოქმედი, 10 მშენებარე და 6 აღდგენილი) მათ შორის 3 მონასტერი. სენაკის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არის 2 სტავროფიგიალური ეკლესია.

იხილეთ ვიდეო: პატრიარქმა მის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი