რა ქონებას ფლობს პატრიარქის მიერ მოსაყდრედ დასახელებული შიო მუჯირი

რა ქონებას ფლობს პატრიარქის მიერ მოსაყდრედ დასახელებული შიო მუჯირი

ქაშუეთში სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ თავის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა რა ქონებას ფლობს მიტროპილიტი. საჯარო რეესტრის მონაცემებით, შიო მუჯირი 2010 წელს რეგისტრირებული წმინდა ალექსანდრე შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის დირექტორია. სკოლა გიმზანია საქართველოს საპატრიარქოს მიერ არის დაფუძნებული. 2015 წელს კი გიმნაზია ბიზნესოპერატორად დარეგისტრირდა და მის საქმიანობად მითითებულია - ხორცის და ხორცის პროდუქტები, რძის და რძის პროდუქტები, ცხოველური წარმოშობის ნახევარფაბრიკატები, კვერცხი, უალკოჰოლო სასმელები, მინერალური წყალი თუ სხვა პროდუქტები.

ასევე რეესტრის მონაცემებით, მიტროპოლიტი არის სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის განვითარების ფონდის დირექტორი; ფონდი 2010 წელს არის დარეგისტრირებული, თუმცა, რეესტრის ამონაწერში მისი საქმიანობა არ არის მითითებული.

ამასთან, რეესტრის მონაცემების თანახმად, მიტროპოლიტმა 2008 წლის ივნისში დაირეგისტრირა საკუთრების უფლება სახელმწიფოს მიერ პრივატიზებულ ქონებაზე, კერძოდ, სენაკში, სოფელ თეკლათში მდებარე 402 000 კვადრატული მეტრი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. აღნიშნული ქონება იმავე წლის ივლისში მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ჩუქების სახით გადასცა. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი