იმ კორპუსის აღდგენითი სამუშაოები, სადაც გუშინ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, უახლოეს დღეებში დაიწყება

იმ კორპუსის აღდგენითი სამუშაოები, სადაც გუშინ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, უახლოეს დღეებში დაიწყება

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, იმ კორპუსის აღდგენითი სამუშაოები, სადაც გუშინ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, უახლოეს დღეებში დაიწყება.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს დაზარალებულებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. როგორც კახა კალაძე ამბობს, უკვე დაწყებულია მუშაობა და ლაბორატორია კორპუსის მდგრადობას სწავლობს.

"12-მა ოჯახმა მიმართა ისნის გამგეობას და მათ უზრნველვყოფთ დროებითი საცხოვრებელი ფართებით. რაც შეეხება კორპუსის მდგრადობას, ლაბორატორიას დაწყებული აქვს მუშაობა და უახლოეს მომავალში გვეცოდინება პასუხი. კორპუსის აღდგენითი სამუშაოებისთვის ჩვენ მზად ვართ. პრემიერ-მინისტრის დავალებაც არის რომ მოწესრიგებული იყოს ყველაფერი და უახლოეს დღეებში დავიწყებთ მუშაობას. ჩატარდება ინვენტარიზაციის სამუშაოები და იქ მცხოვრებ ადამიანებს, ვისაც რა დაუზიანდა, ყველაფერი იქნება აღდგენილი და უზრუნველყოფილი ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება კორპუსის ავარიულობას, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. არ იყო ეს კორპუსი ავარიული, დაზიანებებს სწავლობს ლაბორატორია და თუ საცხოვრისისთვის შეუსაბამო იქნება, რა თქმა უნდა, იქ ეს ადამიანები ვერ გააგრძელებენ ცხოვრებას", - განაცხადა კახა კალაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი