უწმინდესის გადაწყვეტილებაში საღმრთო განგებულებას ვხედავ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე მეუფე შიოზე

უწმინდესის გადაწყვეტილებაში საღმრთო განგებულებას ვხედავ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე მეუფე შიოზე

უწმინდესის გადაწყვეტილებაში საღმრთო განგებულებას ვხედავ და ამიტომ იმედიანად ვარ განწყობილი, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი", დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიტროპოლიტ შიოზე მხოლოდ დადებითის თქმა შეუძლია. დეკანოზს მიაჩნია, რომ არსებული ცვლილებები პრობლემების მოგვარებისკენ არის მიმართული.

"მიტროპოლიტ შიოზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია. ის უაღრესად განათლებულია, ქრისტოცენტრულად მოაზროვნე, პატიოსანი, ეკლესიის გულშემატკივარია, ერთგული და პრინციპული ადამიანია. რაც ხდება, ხდება იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად იყოს და თუ რამე პრობლემაა, აღმოიფხვრას. უწმინდესის გადაწყვეტილებაში საღმრთო განგებულებას ვხედავ და ამიტომ იმედიანად ვარ განწყობილი", - აღნიშნა დეკანოზმა.

"დინამო არენაზე" ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ვარჯიშის დროს, შუქი ჩაქრა - რა ფოტოებს და ვიდეოს აქვეყნებს სერხიო რამოსი

თბილისის მეტრო და ავტობუსები დღეს 01:00 საათამდე იმუშავებს

365 ახალი ინფიცირებული და 5 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები კორონავირუსის შესახებ