უახლოეს დღეებში ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაეცემა - პროგნოზი მთელი საქართველოსთვის

უახლოეს დღეებში ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაეცემა - პროგნოზი მთელი საქართველოსთვის

საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალ, დღის პირველ ნახევრამდე ნალექი შენარჩუნდება, - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, 25 ნოემბერს, დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია თოვლი.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ჰაერის ტემპერატურა 26 ნოემბერს ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზოგან შესაძლოა -5 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -9 გრადუსამდე დაიკლოს, დედაქალაქში -2, -4 გრადუსია მოსალოდნელი.

იხილეთ ვიდეო: -5-დან -9 გრადუსამდე ყინვა და თოვლი - რომელ რიცხვში დაიკლებს ტემპერატურა საქართველოში?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი