10 შვილის მამა დავით ლანჩავა ოჯახს პატარა სახელმწიფოს უწოდებს

10 შვილის მამა დავით ლანჩავა ოჯახს პატარა სახელმწიფოს უწოდებს

თეონა, კონსტანტინე, ლაშა-გიორგი, ლუკა, საბა, მარინე, ნიკოლოზი, სპირიდონი, ანასტასია, იოანე - ეს დავით ლანჩავას "პატარა სახელმწიფოა", როგორც თავად ადვოკატი უწოდებს ოჯახს. დავით ლანჩავას მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავს. ადვოკატი მეუღლესთან ერთად 10 შვილს ზრდის, რაც დღესდღეობით საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა.

კვირა დღე ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მიუხედავად დაძაბული სამუშაო გრაფიკისა, სწორედ ამ დღეს ახერხებს ადვოკატი მთელი დღის ოჯახთან ერთად გატარებას. დავით ლანჩავას 2 ვაჟი საზღვარგარეთ სწავლობს და მუშაობს.

ადვოკატი ფიქრობს, რომ შვილების არჩევანში არ უნდა ჩაერიოს. მათ მხოლოდ ის შესაძლებლობები უნდა მისცეს, რომელიც მიზნების მიღწევაში დაეხმარებათ, რათა სახელმწიფოს გამოადგნენ. ნახეთ, როგორია მრავალშვილიანი ოჯახის უქმე დღე.

ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი