სოფლები და თბილისის უბნები, სადაც ხვალ დენის მიწოდება შეიზღუდება

სოფლები და თბილისის უბნები, სადაც ხვალ დენის მიწოდება შეიზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ნოემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 15:00 საათამდე შეეზღუდება 1134 აბონენტს მცხეთის გარეუბანში და სოფლებში მუხრანი, ქანდა, დიღომი. 27 ნოემბერს 11:20-დან 18:30-მდე - 909 აბონენტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფასანაური, წითლიანი, ხევშა, ჭიკაანი და მიმდებარე სოფლებში. ამასთან, 11:20-დან 18:30-მდე - 279 აბონენტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლუთხუბი, ჩოხი, თოთიაურნი, ჩობალაურები და მიმდებარე სოფლებში.

"სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - აცხადებენ კომპანიაში.

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 25 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ ასევე "თელასის" აბონენტებს.

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის და თევდორე მღვდლის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. კომპანია "თელასის" ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი