"რამდენიმე წუთში კვამლში გაეხვია მთელი სასტუმრო..." - რას ყვებიან ბათუმში მომხდარ ხანძარს გადარჩენილები

 "რამდენიმე წუთში კვამლში გაეხვია მთელი სასტუმრო..." - რას ყვებიან ბათუმში მომხდარ ხანძარს გადარჩენილები

ბათუმის 5-ვარსკვლავიან სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. სასტუმროში 24 ნოემბერს, საღამოს 20:00 საათისთვის გავრცელდა ინფორმაცია ხანძრის შესახებ. მოხდა ძლიერი დაკვამლიანება და სწორედ კვამლმა გამოიწვია ადამიანების სიკვდილი. სასტუმროდან დაახლოებით 100 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

შემთხვევის დროს, სასტუმროში იმყოფებოდა სამოდელო სააგენტო "იმიჯ ცენტრის" ხელმძღვანელი ია კიწმარიშვილი და "მის საქართველო 2017"-ის კონკურსანტები, რომლებიც ტრაგედიას გადაურჩნენ. "მის საქართველოს" ფინალური შოუ, ბათუმში ხვალ უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ტრაგედიის გამო გადაიდო.

"რეიტინგი" იმ ადამიანებს დაუკავშირდა, რომლებიც ხანძარს გადაურჩნენ.

მსახიობი კახა მიქიაშვილი შემთხვევის ადგილზე მოდელებთან ერთად იმყოფებოდა, ის სილამაზის კონკურსის წამყვანია:

- კახა, რა მოხდა "ლეოგრანდში"?

- ვვახშმობდით სასტუმროს მეშვიდე სართულზე. დაახლოებით 8 საათზე, დარბაზში შუქი გაითიშა და გვითხრეს, რომ სასტუმროში ხანძარია. რამდენიმე წუთში კვამლში გაეხვია მთელი სასტუმრო. ელექტროენერგიის გათიშვის დროს, ავტომატურად იკეტება კარი, კიდევ კარგი მოვასწარით და ტერასაზე გავედით. შუქი როგორც კი ჩაქრა ორ წუთში ჩაირთო სახანძრო სისტემა, წყალი ასხამდა, მაგრამ დაკვალიანების ჩაქრობა მაინც ვერ ხერხებოდა. არაფერი არ ჩანდა, ზუსტად ორ წუთში მოვიდნენ მაშველები, მაგრამ ვერ ხდებოდა მეშვიდე სართულზე ამოსვლა. ვცდილობდით შუშები ჩაგვემტვრია, შენობიდან კვამლი რომ გასულიყო, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. სამწუხარო ტრაგედია მოხდა, რომელსაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ისინი სწორედ კვამლით გაიგუდნენ. ხალხი ფანჯრებიდან ყვიროდა, დახმარებას ითხოვდა, ვერაფერს ვხედავდით, მაგრამ ასე ვამხნევებდით ერთმანეთს.

- რამდენი ხანი დარჩით დაკვამლიანებულ სასტუმროში?

- სასწაული შეძლეს ჩვენმა მეხანძრეებმა, ისეთი კვამლი იყო, არაფერი არ ჩანდა, 3 მეტრი იყო კარამდე და იქამდე მისვლაც ვერ შევძელით. სიბნელე იყო, დაახლოებით ათი საათისთვის გამოგვიყვანეს მეხანძრე-მაშველებმა სასტუმროდან. მანამდე ეს ფიზიკურად შეუძლებელი იყო. გოგონები ფეხშიშველი გაყავდათ სასტუმროდან.

იხილეთ ვიდეო: "მინების ჩატეხვა გვინდოდა ვერ გავტეხეთ, მერე ჩაგვიყვანეს წყალში, სიბნელეში" - რას იხსენებს მსახიობი კახა მიქიაშვილი, რომელიც ხანძრისას "ლეგრანდში" იმყოფებოდა

ტრაგედიას შემთხვევით გადაურჩა "მის საქართველო" ირინა ონაშვილი. აი, რას ყვება შემთხვევის შესახებ მოდელი:  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი