საქართველოში დევიდ ლინჩის სახელობის ინსტიტუტის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

საქართველოში დევიდ ლინჩის სახელობის ინსტიტუტის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

საქართველოში დევიდ ლინჩის სახელობის ინსტიტუტის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ დევიდ ლინჩის ფონდის საქართველოში წარმომადგენლობის პრეზიდენტმა, გიგა აგლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დევიდ ლინჩის ფონდის წარმომადგენლობას საქართველოში აქვს იმის რესურსი, რომ გაიხსნას დევიდ ლინჩის სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ჩამოვიდა დევიდ ლინჩი. გეგმები ძალიან მასშტაბურია, ვაპირებთ დევიდ ლინჩის სახელობის ინსტიტუტის გახსნას, მოლაპარაკების პროცესში ვართ ამჟამად. გვინდა, რომ ეს ინსტიტუტი ხარისხიანი იყოს. დევიდ ლინჩის ფონდში 250 ადამიანია გაწევრიანებული. გვაქვს იმის საშუალება, რომ ეს რესურსი გამოვიყენოთ და საქართველოში იყოს დევიდ ლინჩის სახელობის საერთაშორისო ინსტიტუტი, არამხოლოდ ქართველებისთვის, არამედ ჩვენი მეზობლებისათვის, ყველა იმ მსურველისთვის, ვისაც ენდომება ამ ინსტიტუტში მიიღოს ცოდნა", - განაცხადა გიგა აგლაძემ.

თავის მხრივ დევიდ ლინჩი საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსვლაზე კიდევ ფიქრობს.

"ორი დღის წინ ჩამოვედი. საქართველოში ძალიან ლამაზი ქუჩებია, ფანტასტიური არქიტექტურაა. თავიდან თავს ვგრძნობდი სახლიდან ძალიან მოშორებით, მაგრამ დილას რომ გავიღვიძე და ხალხს შევხვდი, უცებ ვიგრძენი, ყველა ძალიან ახლობელი იყო. შესანიშნავი გრძნობა მაქვს. თავს უფრო და უფრო ისე ვგრძნობ, თითქოს სახლში ვარ. უკვე იმაზე ვფიქრობ კიდევ როდის ჩამოვალ", - განაცხადა დევიდ ლინჩმა.

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი, მუსიკოსი, პროდიუსერი, დამოუკიდებელი კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი დევიდ ლინჩი საქართველოს 18 ნოემბერს 4-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ეწვია. დევიდ ლინჩის ფონდი 2005 წელს აშშ-ში თავად დევიდ ლინჩმა დააარსა. ძირითადი ფილიალები ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და უკრაინაში მუშაობს. საქართველოში მისი ვიზიტი დაკავშირებულია დევიდ ლინჩის ფონდის კავკასიის ფილიალის საქმიანობასთან, რომელიც 2017 წლის ივლისში თბილისში ჩამოყალიბდა და საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ფონდის პრეზიდენტია ცნობილი რეჟისორი და მუსიკოსი გიგა აგლაძე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი