"გამორიცხულია, კატოს მსგავსი ხასიათის გოგოსთან ოჯახის შექმნა მომინდეს" - როგორია "ბირჟავიკი უჩას" რეალური ცხოვრება

"გამორიცხულია, კატოს მსგავსი ხასიათის გოგოსთან ოჯახის შექმნა მომინდეს" - როგორია "ბირჟავიკი უჩას" რეალური ცხოვრება

"ის კაცი არ არის, ვინც შეყვარებულს ფანჯარასთან სერენადებს უმღერებს. უმცირეს დეტალსაც კი აკვირდება, როგორც საკუთარ, ისე სხვის გარეგნობაში. მის მახვილ თვალს არასდროს არაფერი გამოეპარება. მას არა მხოლოდ ნივთები და ტანსაცმელი, პირადი ცხოვრებაც დაგეგმილი და გადანაწილებული აქვს. წესრიგის გამძაფრებული სიყვარული ხშირად პირადი ცხოვრების აწყობაში უშლის ხელს. პარტნიორის მიმართ უზომოდ მომთხოვნი და კრიტიკულია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ხარის წელში დაბადებულ ქალწულს, ეს კი მსახიობ ზალიკო კუპრაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ ქალწულის გამოკვეთილი თვისება პედანტიზმია.

- მართალია, სულ მინდა ყველაფერი წესრიგში იყოს. ქაოსი საშინელ დისკომფორტს მიქმნის.

- ხალხმრავლობას გაურბიხარ?

- სიტუაციას გააჩნია, ქორწილში მოლხენა, მეგობრებთან ერთად დროს ტარება ძალიან მიყვარს. გავრბივარ მაშინ, როცა ჩემთვის უინტერესო გარემოა, საინტერესო მოსაუბრეს ვერ ვპოულობ.

- "ყველაზე მეტად დროის უყაირათოდ ხარჯვა და ფეთხუმობა აღიზიანებს".

- ხანდახან დროს ფუჭად თავადაც ვხარჯავ. ეს იშვიათად ხდება და მაშინაც არ მომწონს. ამ თვისებას ჩემში სულ ვებრძვი. გამაღიზიანებელია, როცა ადამიანები ქუჩაში მოუწესრიგებლად გამოდიან, სერიოზულ შეხვედრებზე სპორტულად ჩაცმულები მიდიან - მათ მიმართ ეგრევე ცუდად განვეწყობი ხოლმე.

- "მიუხედავად იმისა, რომ ქალწული ცვალებადი ნიშნების კატეგორიას განეკუთვნება, მას იშვიათად ახასიათებს ჩვევისა და ცხოვრებისეული პრიორიტეტების მკვეთრი ცვლა".

- ზოგჯერ ცუდი განწყობიდან კარგ ხასიათზე 15 წუთში გადავდივარ და იმას, რამაც გამაბრაზა, ვივიწყებ. რაც შეეხება ჩვევებსა და პრიორიტეტებს, ცხოვრება ჩვენში ხშირად ბევრ რამეს ცვლის. 5 წლის წინ შვილი არ მყავდა, მაშინ სხვა პრიორიტეტები მქონდა. ახლა მამა ვარ და მთავარი საზრუნავი ჩემი შვილია. ხშირად ცხოვრება თავად გვკარნახობს, როგორ მოვიქცეთ.

- "რასაც ქალწულის წონასწორობიდან გამოყვანა შეუძლია, ეს არის ქაოსი. მისთვის აუცილებელია, ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდეს მიჩენილი".

- მართალია. როცა სახლში ნივთები თავის ადგილზეა, ეს მაბედნიერებს და მახარებს. არეულობის ატანა არ შემიძლია.

- შეგიძლია, ამის გამო მეუღლეს შენიშვნა მისცე?

- ეს შეიძლება წელიწადში ერთხელ მოხდეს. თავადაც ძალიან მოწესრიგებული ადამიანია.

- "მას არა მხოლოდ ნივთები და ტანსაცმელი, პირადი ცხოვრებაც დალაგებულ-დაგეგმილი აქვს".

- ნამდვილად ასეა. როცა ვიცი, ორი დღის შემდეგ სადღაც მივდივარ, წინასწარ ვფიქრობ, რა უნდა ჩავიცვა, ვაწესრიგებ ტანსაცმელს, წინდასაც კი საგულდაგულოდ ვარჩევ და ჩაცმულობას ვუხამებ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი