მოტყუებული ქართველი ემიგრანტის ისტორია, რომელიც საშინელებათა ფილმს მოგაგონებთ - "ტა­ლა­ხი­ა­ნი თი­თე­ბით მა­კა­რონ­სა და ბრინჯს ვჭამ­დით"

მოტყუებული ქართველი ემიგრანტის ისტორია, რომელიც საშინელებათა ფილმს მოგაგონებთ - "ტა­ლა­ხი­ა­ნი თი­თე­ბით მა­კა­რონ­სა და ბრინჯს ვჭამ­დით"

ემიგ­რან­ტო­ბა იოლი სუ­ლაც არ არის. თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ვინც სამ­შობ­ლო და­ტო­ვა და თა­ვის სარ­ჩე­ნად უცხო­ეთ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა, თა­ვი­სი სევ­დი­ა­ნი ამ­ბა­ვი აქვს მო­სა­ყო­ლი. თა­ვი­დან ყვე­ლას უჭირს, შემ­დეგ ალ­ღოს უღე­ბენ და იქა­ურ პი­რო­ბებს ეგუ­ე­ბი­ან.

რუ­სუ­დან კაჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი სა­ნამ ვე­ნა­ში მოხ­ვ­დე­ბო­და, ჯერ "სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მ­ში" მოხ­ვ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, ში­ში­სა და როზ­გის ქვეშ უწევ­და მო­ნუ­რი შრო­მა. თავს კი გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლა.

- ქუ­თა­ის­ში ვცხოვ­რობ­დი. ქმარ­მა და მის­მა ოჯახ­მა არ გა­მი­მარ­თ­ლა. რომ შე­ვიტყ­ვე, ტყუპ­ზე ვი­ყა­ვი ფეხ­მ­ძი­მედ, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, მაგ­რამ დე­დამ­თი­ლი მეჩხუ­ბა - რა­ტომ გყავს ტყუ­პი, რო­გორ ვარ­ჩი­ნო­თო. ვხვდე­ბო­დი, რომ ად­რე თუ გვი­ან, ოჯა­ხის დან­გ­რე­ვა გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და. მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ დიპ­ლო­მი ვე­რა­ფერ­ში გა­მო­ვი­ყე­ნე. ვქსოვ­დი, ვკე­რავ­დი, ნამ­ცხ­ვ­რებს ვაცხობ­დი და 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 500 დო­ლა­რი მო­ვაგ­რო­ვე. ამის შემ­დეგ წა­მო­ვე­დი ქმრის­გან და ერ­თი ოთა­ხი ვი­გი­რა­ვე, რაც მე და ჩემს შვი­ლებს ცალ­კე ყოფ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემ­და.

მა­შინ ბი­ჭე­ბი 8-წლი­სა­ნი იყ­ვ­ნენ. მარ­ტო ვზრდი­დი 2 შვილს, 4 ად­გილ­ზე ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ თა­ვი ძლივს გაგ­ვ­ქონ­და. იმ პე­რი­ოდ­ში და­იწყო სა­მუ­შაო ვი­ზე­ბი ლიტ­ვა­ში. მითხ­რეს, რომ 6-თვი­ა­ნი ვი­ზა და ხელ­ფა­სი 1.200 ევ­რო მექ­ნე­ბო­და. გა­მი­ხარ­და, ვი­ფიქ­რე, - 6 თვით წა­ვალ, ცო­ტა ფულს მო­ვაგ­რო­ვებ და ჩა­მო­ვალ-მეთ­ქი.

რო­გორც შემ­პირ­დ­ნენ, ყვა­ვი­ლე­ბის ფაბ­რი­კა­ში უნ­და მე­მუ­შა­ვა. მე ყვა­ვი­ლე­ბის მა­ღა­ზია მქონ­და და ვი­ფიქ­რე, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­საც ავი­მაღ­ლებ­დი. დავ­სა­ხე გეგ­მე­ბი: ჰო­ლან­დი­ას­თან ახ­ლო­საა ლიტ­ვა და კონ­ტ­რაქტს გა­ვა­ფორ­მებ, თან ვნა­ხავ, რო­გორ მუ­შა­ო­ბენ, რა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და რომ ჩა­მო­ვალ, ყვა­ვი­ლე­ბის მა­გარ სა­ლონს გა­ვა­კე­თებ-მეთ­ქი. ად­გილ­ზე ჩას­ვ­ლის­თა­ნა­ვე აღ­მოჩ­ნ­და, რომ ყ­ვე­ლა­ფე­რი ბლე­ფი იყო.

- კი, მაგ­რამ რო­გორ ენ­დეთ?

- იცით, აქე­დან 18 ადა­მი­ა­ნი წა­ვე­დით. ჩვენ­თან ერ­თად მო­დი­ო­და გო­გო, რო­მე­ლიც იმის ახ­ლო ნა­თე­სა­ვი იყო, ვინც ლიტ­ვა­ში გაგ­ვიშ­ვა. რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ თა­ვი­სი­ანს ასეთ პი­რო­ბებ­ში გა­უშ­ვებ­და? შე­საძ­ლოა, არც იყო ნა­თე­სა­ვი და ჩვე­ნი ნდო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად მოგ­ვაჩ­ვე­ნა ასე.

ად­გილ­ზე რომ ჩა­ვე­დით, თვით­მ­ფ­რი­ნავ­თან დაგ­ვ­ხ­ვ­დ­ნენ, ჩაგ­ვ­ს­ხეს ავ­ტო­ბუს­ში და 2 სა­ა­თის მე­რე მი­ვე­დით რო­მე­ლი­ღაც სო­ფელ­ში, სა­დაც დაგ­ვ­ხ­ვ­და ძვე­ლი, საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის, ერ­თ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ფაბ­რი­კა თუ ქარ­ხა­ნა, რო­მე­ლიც ამათ ჰქონ­დათ გა­და­კე­თე­ბუ­ლი. იმა­ვე ეზო­ში იდ­გა მე­ო­რე შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც მუ­შე­ბის საცხოვ­რე­ბე­ლი იყო. იქ მიგ­ვიყ­ვა­ნეს, გვითხ­რეს, რომ კონ­ტ­რაქ­ტ­ში შეც­დო­მა იყო და 1.200 ევ­როს მა­გივ­რად ავი­ღებ­დით 1.200 ლიტს, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 200 ევ­რო იყო. თი­თო ოთახ­ში 8 ადა­მი­ანს გვე­ძი­ნა და ამა­ში 120 ევ­როს გვიქ­ვი­თავ­დ­ნენ. ხელ­ფა­სი­დან გვრჩე­ბო­და 80 ევ­რო, რი­თაც თა­ვი უნ­და გაგ­ვე­ტა­ნა.

- დარ­ჩით და უკან წა­მოს­ვ­ლა არ გიც­დი­ათ?

- რომ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, ვა­ლად აღე­ბულ 2.500 დო­ლარს რო­გორ გა­და­ვიხ­დი­დი? წარ­მო­იდ­გი­ნეთ, უკან ნაშ­რომ-ნა­წა­მე­ბი, თან "უკა­პი­კოდ" ბრუნ­დე­ბი. მე ის ვერ გავ­თ­ვა­ლე, რომ თუ ამ­ხე­ლა ხელ­ფა­სი იყო, რა­საც გვპირ­დე­ბოდ­ნენ, თვი­თონ ლიტ­ვე­ლე­ბი რა­ტომ არ მი­დი­ოდ­ნენ სა­მუ­შა­ოდ? თა­ნაც, ჩვე­ნი ვი­ზით მხო­ლოდ იმ ად­გი­ლას გვქონ­და მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა და ასე უც­ბად ვერ დავ­ტო­ვებ­დი იქა­უ­რო­ბას. დრო მჭირ­დე­ბო­და, რა­მე რომ მო­მე­ფიქ­რე­ბი­ნა. ჩვე­ნი უფ­რო­სი იყო ძა­ლი­ან მა­ღა­ლი, მსუ­ქა­ნი ქა­ლი. სამ­ხედ­რო ფორ­მით, მა­ღალ­ყე­ლი­ა­ნი ჩექ­მით და "დუ­ბინ­კით" და­დი­ო­და. ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი იყო და ყვე­ლა­ფერს აზან­ზა­რებ­და. ნაც­ნო­ბე­ბი ჰყავ­და მა­ღალ ეშე­ლო­ნებ­ში, მი­ნის­ტ­რებ­თან მე­გობ­რობ­და და დი­დი გავ­ლე­ნაც ჰქონ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა­ფე­რი შე­ეძ­ლო. ყველ­გან მოგ­ძებ­ნი­და... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი