რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი ახმედ ჩატაევის ცოლ-შვილის შესახებ

რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი ახმედ ჩატაევის ცოლ-შვილის შესახებ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, სპეცოპერაციისას გარდაცვლილი ერთ-ერთი პირის, ახმედ ჩატაევის ცოლ-შვილი საქართველოში არ იმყოფება.

როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა სუს-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ცოლ-შვილი საქართველოში არ ყოფილა. მათ რამდენიმე წლის წინ დატოვეს საქართველო. რაც შეეხება გვარცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბინაში ქალი და ბავშვი იმყოფებოდა, ეს არასწორი, ცრუ ინფორმაციაა. სპეცოპერაციის დროს არც ქალი და არც ბავშვი იქ არ ყოფილა. დანარჩენ კონკრეტულ ინფორმაციას მე ვერ მოგცემთ", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

როგორც ცნობილია, ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩატაევის ცოლ-შვილი იმ ბინაში იმყოფებოდა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი