"დაჭრილ მოზარდს სადისტური დაზიანებები აქვს, ექიმთა მთელი ჯგუფი იბრძვის ბავშვის გადასარჩენად" - კლინიკის დირექტორი

"დაჭრილ მოზარდს სადისტური დაზიანებები აქვს, ექიმთა მთელი ჯგუფი იბრძვის ბავშვის გადასარჩენად" - კლინიკის დირექტორი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, ავთანდილ იმედაძის განცხადებით, ხორავას ქუჩიდან მიყვანილ 16 წლის მოზარდს სადისტური დაზიანებები აქვს მიყენებული როგორც გულ-მკერდის, ისე მუცლის არეში.

როგორც იმედაძემ განაცხადა, პაციენტის სიცოცხლისთვის ექიმთა დიდი ჯგუფი იბრძვის და ამ დროისთვის სასიცოცხლო მაჩვენებლები სწორდება.

”პაციენტი არის 16 წლის. ის შემოვიდა კლინიკაში სადისტური დაზიანებებით გულ-მკერდის და მუცლის არეში. დაზიანებულია მაგისტრალური გულსისხლძარღვები, ბარძაყის არტერია, ვენა - პრაქტიკულად ნული წნევით შევიყვანეთ საოპერაციოში, დაფიქსირდა გულის გაჩერებაც, თუმცა ახლა აღდგენილია. მიმდინარეობს მთელი სამედიცინო პერსონალის ბრძოლა ამ ბავშვის გადასარჩენად. ბოლო მონაცემებით მინდა გითხრათ, რომ სტაბილიზაციას მივაღწიეთ. წნევა წამოვიდა და იმედები გაგვიჩნდა, რომ გადარჩება. ახლა ძალიან დიდია შანსი, რომ გადარჩეს. სასიცოცხლო მაჩვენებლები სწორდება. ბრძოლაშია ჩართული ყველა განყოფილება, მთელი ქირურგიული ჯგუფი, საოპერაციო უნდა ნახოთ. ჭრილობა არის ბლაგვი საგნით მიყენებული”, - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ავთანდილ იმედაძემ ტელეკომპანია ”პირველის” ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი