ლია გიგაური - კამერების ჩანაწერებში კარგად ჩანს, როგორ ტოვებს 13.48 საათზე სკოლის შენობას ეს ორი მოსწავლე მშვიდად და წყნარად

ლია გიგაური - კამერების ჩანაწერებში კარგად ჩანს, როგორ ტოვებს 13.48 საათზე სკოლის შენობას ეს ორი მოსწავლე მშვიდად და წყნარად

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის ინფორმაციით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით, ინციდენტში მონაწილე მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორია 13.48 საათზე დატოვეს.

როგორც ლია გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების ფარგლებში უკვე ამოღებულია ვიდეოკამერის ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ ტოვებს ეს ორი მოსწავლე სკოლის ტერიტორიას. მისივე თქმით, გარდაცვლილი და დაჭრილი მოზარდები #51-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები არიან. ლია გიგაურის განცხადებით, სკოლა და მანდატურის სამსახური მაქსიმალურად თანამშრომლობს გამოძიებასთან.

მან ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მანდატურებმა სკოლის მოსწავლეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს. მისი თქმით, მსგავს ფაქტს ჯერჯერობით არც ერთი მანდატური არ ადასტურებს.

"სკოლა მაქსიმალურად თანამშრომლობს გამოძიებასთან. უკვე ამოღებულია ვიდეოკამერის ჩანაწერები. კარგად ჩანს, თუ როგორ ტოვებს 13.48 საათზე სკოლის შენობას ეს ორი მოსწავლე თანაკლასელებთან და სხვა მოსწავლეებთან ერთად, მშვიდად და წყნარად. მანდატურები არ ადასტურებენ ფაქტს, რომ მათ სკოლის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს ბავშვებს", - განაცხადა ლია გიგაურმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილისთვის უცნობია იმ პირთა ვინაობა, რომლებიც მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, მისთვის უცნობია, მოხდა თუ არა მიმდებარე ქუჩაზე სხვა ვიდეოსათვალთვალო კამერების ამოღება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი