ექიმი დაჭრილ 16 წლის მოზარდზე - "ეს იყო უმძიმესი წუთები ჩვენთვის"

ექიმი დაჭრილ 16 წლის მოზარდზე - "ეს იყო უმძიმესი წუთები ჩვენთვის"

ხორავას ქუჩაზე, დაჭრილი 16 წლის მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ განაცხადა.

"მინდა აღვნიშნო, რომ მდგომარეობა რჩება უკიდურესად მძიმე. მეორე ოპერაციას ნუ დავარქმევთ, რადგან ეს იმ ოპერაციის გაგრძელება იყო, ოდნავი შესვენება გავაკეთეთ, რომ სტაბილიზაცია მომხდარიყო. პრაქტიკულად, პაციენტი ნული წნევით შემოვიდა. პირდაპირი გულის მასაჟით შევიდა პაციენტი საოპერაციოში. საკაციდან საოპერაციო მაგიდაზე მისი გადაყვანა ვერ მოხერხდა და პირდაპირ იმაზე დაიწყო და დამთავრდა ოპერაცია, რითაც შემოიყვანეს. ეს იყო უმძიმესი წუთები ჩვენთვის", - განაცხადა ავთანდილ იმედაძემ და დასძინა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ბრძოლა მიმდინარეობდა ბავშვის გადასარჩენად.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ამჟამად მიღწეულია სტაბილიზაცია, პაციენტი გადაყვანილია რენიმაციულ განყოფილებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სტაბილურია მდგომარეობა.

"რა გართულებები იქნება შემდგომში, ამაზე ლაპარაკი უკვე ძნელია. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ასეთ გამეტებით მიყენებული ჭრილობები 16 წლის ბავშვზე, არ ვიცი, საშინელებაა. ეს იყო შემავალი ჭრილობა გულმკერდის არეში, შემავალი ჭრილობები მუცლის არეში, ღვიძლზე იყო გამჭოლი ჭრილობა. დაზიანებული იყო მაგისტრალური სისხლძრღვები, ბარძაყის არტერია, კერძოდ, ვენა. რომ მოიყვანეს სისხლი არ იყო. ჯგუფის დასადგენადაც კი ვერ ავიღეთ სისხლი ისეთი მდგომარეობა იყო. ნული წნევით, გული გაჩერებული, გულის პირდაპირი მასაჟით შევიდა საოპერაციოში", - განაცხადა ავთანდილ იმედაძემ და დასძინა, რომ მას ჰქონდა 7 ძირითადი ჭრილობა.

კითხვაზე, რითია მიყნებული ჭრილობები, ავთანდილ იმედაძის განცხადებით, სავარაუდოდ ბლაგვი საგნით, თუმცა ამას ექსპერტიზა დაადგენს. ამასთან, ექიმის განცხადებით, ჩართულია ყველა სამსახური - რეანიმაციული, ყველა სახის ქირურგი ისევ ადგილზეა, არიან მობილიზებულები.

"მზად ვართ, რომ თუ კიდევ რამე დასჭირდა, გაკეთდეს. ადგილზე იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. მგონია, რომ ვინც გაიგო, მთელი საქართველო განიცდის და ამ ბავშვის გადასარჩენად ლოცულობს. ჩვენც ერთი სული გვაქვს, როცა ამ გამარჯვებას ვიზეიმებთ", - განაცხადა ავთანდილ იმედაძემ.

დღეს ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

წაიკითხეთ: ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რომელიც თბილისში არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს მოკლეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი