"მშობლებო, ჩვენს შვილებს უჭირთ... ნუ იფიქრებთ, რომ აღზრდის დრო დასრულდა და ახლა "რჩენაა" მთავარი..."

"მშობლებო, ჩვენს შვილებს უჭირთ... ნუ იფიქრებთ, რომ აღზრდის დრო დასრულდა და ახლა "რჩენაა" მთავარი..."

თბილისში მომხდარ ტრაგედიას - მოსწავლეების ჩხუბის შედეგად 2 არასრულწლოვანის გარდაცვალებას, ვებ-გვერდი mshoblebi.ge ეხმაურება:

"შეუძლებელია, არ გამოვეხმაუროთ თბილისში ორი მოზარდის საზარელი მკვლელობის ფაქტს. როცა საქმე მოზარდის მიერ ჩადენილ დანაშაულს ეხება, ამ დროს მშობლის ფაქტორის გამორიცხვა წარმოუდგენელია.

უკვე მეოთხე წელია ჩვენი ვებგვერდი mshoblebi.ge არსებობს და ვცდილობთ, მშობლისთვის ყველა მტკივნეულ საკითხს შევეხოთ. ფეხმძიმობიდან დაწყებული, მოხუცი მშობლებითა და ოჯახური ურთიერთობებით დამთავრებული, ვცდილობთ, არ გამოგვრჩეს არაფერი, რაც ამა თუ იმ ეტაპზე მშობლების საფიქრალი თუ სადარდებელი ხდება.

რა თქმა უნდა, ამ წლების განმავლობაში გამოიკვეთა შედარებით კითხვადი და ნაკლებად აქტუალური საკითხები და გულისტკივილით აღვნიშნავთ, რომ მოზარდთა (ე.წ. თინეიჯერთა) პრობლემები ყოველთვის მკითხველის დაბალი აქტივობით გამოირჩევა. სამწუხაროდ, გარდატეხის, ყველაზე რთულ ასაკში მყოფი მოზარდების პრობლემებზე მომზადებული თემებით მშობელთა აუდიტორია ნაკლებად ინტერესდება.

მათ შესახებ თითქმის არაფერს კითხულობენ, ანუ საზოგადოება გულგრილია მოზარდების პრობლემების მიმართ და როგორც ჩანს, ამ საკმაოდ რთული ასაკის ბავშვების მშობლებიც ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, რომ "უკვე გაზრდილ" შვილსაც ესაჭიროება ყურადღება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი ემოციური მდგომარეობა, ცხოვრების წესი, სამეგობრო წრე...

ჰგონიათ, რომ შვილები უკვე დაზარდეს და ახლა მთავარი მათი ფინანსური უზრუნველყოფა, სწავლა და მომავლის დაგემვაა. ამიტომ მთელს დროსა და ენერგიას მუშაობაში, ფინანსების მოძიებაში დებენ, რათა წამოზრდილ შვილს მომავლის შექმნაში ხელი შეუწყონ...

სინამდვილეში, კი მოზარდებს ყველაზე მეტად მშობლისგან დრო, ყურადღება, მოთმინება, სითბო და გაგება სჭირდებათ...

ჩვენს შვილებს უჭირთ... უფრო მეტად უჭირთ, ვიდრე მაშინ, სიარულს, საუბარს და საკუთარი ხელით ჭამას რომ სწავლობდნენ. ნუ იფიქრებთ, რომ აღზრდის დრო დასრულდა და ახლა "რჩენაა" მთავარი. ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რამხელა მატერიალური რესურსი სჭირდება შვილების მოვლას, აღზრდას, მათთვის განათლების მიცემას და ისიც ვიცით, ამისთვის დღე და ღამის გასწორება რომ უწევთ მშობლებს... მაგრამ რა აზრი აქვს თავდადებას, თუ ყველაზე მთავარი - მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება დადგა ეჭვქვეშ...

mshoblebi.ge ყველა მშობელს შვილების ბედნიერებას უსურვებს და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ და მეტად გაერკვეთ მოზარდთა ასაკობრივ სირთულეებში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი