"ანთებული სიგარეტი სახეში ესროლა... " - მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე შემთხვევის დეტალებს ყვება

"ანთებული სიგარეტი სახეში ესროლა... " - მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე შემთხვევის დეტალებს ყვება

ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე ტრაგიკული შემთხვევის დეტალებს ყვება.

აღნიშნულ მოზარდს "ინტერპრესნიუსი" ესაუბრა. როგორც მან სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნა, დაპირისპირება 51-ე სკოლის საპირფარეშოში სათამაშო თოფის გამო დაიწყო, რომელიც პლასტმასის ტყვიებს ისვრის. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოზარდმა მეორეს სწორედ სათამაშო თოფიდან ესროლა, რამაც პირველი დაპირისპირება წარმოშვა.

იხილეთ ვიდეო: "ანთებული სიგარეტი სახეში ესროლა" - მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე შემთხვევის დეტალებზე

"საპირფარეშოში დაწყებულმა დაძაბულმა საუბარმა მოგვიანებით სკოლის გარეთ გადაინაცვლა, სადაც ერთ-ერთი მხარის ინიციატივით სხვა სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ. ხორავას ქუჩაზე გადანაცვლებისა და საუბრის შემდეგ, საპირფარეშოში დაწყებული კონფლიქტი ამოიწურა და ბავშვები შერიგდნენ, თუმცა შემდეგ უკვე ახალი დაპირისპირება წარმოიშვა ერთ-ერთი ბავშვის გამო, რომელიც ინციდენტში მონაწილე მეორე მოზარდს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ანთებული სიგარეტი სახეში ესროლა. ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამის შემდეგ დაიწყო", - აღნიშნა შემთხვევის თვითმხილველმა მოზარდმა.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ დაპირისპირებას ორი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი