რა პროდუქტები გაძვირდა ნოემბერში ყველაზე მეტად

რა პროდუქტები გაძვირდა ნოემბერში ყველაზე მეტად

ნოემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 6,9% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის ნოემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 1,1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,9% შეადგინა.

საქსტატის ცნობით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,8 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე აისახა 0,39 პროცენტული პუნქტით. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (9,5 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (4,5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1,6 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0,8%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,26 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (6,5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1,4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1,2 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (0,7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-9,2 პროცენტი);

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი