აფარებს თუ არა თავს ეკლესიას მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული - მეუფე შიოს კომენტარი

აფარებს თუ არა თავს ეკლესიას მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული - მეუფე შიოს კომენტარი

უწმინდესი ძალიან განიცდის ამ ამბავს და ყოველი ჩვენთაგანისთვის ეს არის ტრაგედია, - ასეთი კომენტარი გააკეთა პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული მოსწავლე თავს ეკლესიას აფარებს, მეუფე შიომ აღნიშნა, რომ ამ ფაქტის შესახებ მისთვის უცნობია.

"ვერ გეტყვით. მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. არა მგონია. ეს არის ტრაგედია ჩვენი ერის. უწმინდესი ძალიან განიცდის ამ ამბავს და ყოველი ჩვენთაგანისთვის ეს არის ტრაგედია. საზარელი სისასტიკე. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ღმერთმა აცხოვნოს მათი სულები", - განაცხადა მეუფე შიომ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი