მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი ადასტურებს, რომ არასრულწლოვანი დღეს სამართალდამცველებს ჩაბარდება

 მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი ადასტურებს, რომ არასრულწლოვანი დღეს სამართალდამცველებს ჩაბარდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი ადასტურებს, რომ მოზარდი დღეს სამართალდამცველებს ჩაბარდება.

"2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებულის გ.ჯ.-ს ოჯახის განცხადებით, ისინი აპირებენ უახლოეს წუთებში უზრუნველყონ ბრალდებულის შინაგან საქმეთა სამინისტროში წარდგენა.

ოჯახმა სულ ახლახან დაადგინა ბრალდებულის ადგილსამყოფელი და მყისიერად მიიღო გადაწყვეტილება, რომ გ.ჯ. უმოკლეს ვადაში წარადგინონ საგამოძიებო ორგანოში, იმისთვის, რომ ბრალდებულმა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაეხმაროს საგამოძიებო ორგანოებს ნათელი მოეფინოს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძე.

ყოფილი მეუღლის მიმართ მუქარის ფაქტზე ბრალდებულ სასულიერო პირს მონასტერში გაგზავნიან

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით საქართველო მეორე ადგილზეა - საერთაშორისო ორგანიზაციის საგანგაშო კვლევა და ექსპერტის შეფასება

ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების C ჰეპატიტის მედიკამენტს ვადა გაუვიდა