გაიცანით 85 წლის მოხუცი, რომელიც პრომეთეს მღვიმეს 27 წელი უსასყიდლოდ დარაჯობდა

 გაიცანით 85 წლის მოხუცი, რომელიც პრომეთეს მღვიმეს 27 წელი უსასყიდლოდ დარაჯობდა

გიორგი ტყაბლაძე პრომეთეს მღვიმეს 27 წელი უსასყიდლოდ იცავდა. გაწეული ღვაწლისთვის მას დაცული ტერიტორიების სააგენტომ ღირსების ორდენი და ფულადი ჯილდო გადასცა. რა სირთულეების გადალახვა უწევდა მოხუც დარაჯს წლების განმავლობაში მღვიმის შესანარჩუნებლად, ამას გიორგი ტყაბლაძე "რეიტინგთან" ინტერვიუში ყვება:

- პრომეთეს მღვიმეში როდის და როგორ დაიწყეთ მუშაობა?

- 70-იან წლებში, როგორც ყველა დანარჩენი, მეც კოლმეურნეობაში ვმუშაობდი. მოწინავე კოლმეურნე ვიყავი. ყანაში სიმინდის დიდი მოსავალი მოვიყვანე და ამის გამო, შევარდნაძის მთავრობამ ჯილდო გადმომცა და შრომის გმირი გავხდი. 1983 წელს, მაშინ როცა გეოლოგიის ინსტიტუტმა მღვიმე აღმოაჩინა, 4 მკვლევარი ჩემს სახლში მოავლინეს, მათ შორის იყო ექსპედიციის ხელმძღვანელი ჯუმბერ ჯიშკარიანი. ვინაიდან ჩემთან ცხოვრობდნენ, მენდობოდნენ კიდეც და დარაჯობა შემომთავაზეს.

- რამდენი წელი იცხოვრეს თქვენთან და როგორ გახსენდებათ ეს პერიოდი?

- 2004 წლამდე მკვლევარებისთვის ჩემი სახლის პირველი სართული მქონდა უსასყიდლოდ დათმობილი. მაშინ ჩვენს ქვეყანას უცხოელები იშვიათად ეწვეოდნენ, მაგრამ ჩემს სტუმრებთან საკმაოდ ხშირად მოდიოდნენ საზღვარგარეთიდან, ერთად ვმასპინძლობდით და ქართულ კულტურასა და ტრადიციებს ვაცნობდით.

- პრომეთეს მღვიმეს რამდენი წელი დარაჯობდით?

- 2011 წლამდე ვიყავი მცველი მერე შემცვალეს, ალბათ ასაკის გამო... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი