კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:35 / 07-12-2017
საახალწლო საჩუქრები 10 წლის ოსტატისგან - "ეს არის შრომა, რომელიც არ მეზარება"
სანდრო ქანთარია, როგორც ხელმარჯვე პატარა ოსტატი, 2 წლის წინ აღმოვაჩინეთ. სააღდგომოდ ჩიტის ბუდეებს აკეთებდა, რომელშიც ფერად-ფერად კვერცხებს დებდა, ლამაზად აფორმებდა და საჩუქრებად ამზადებდა. შემოსული თანხით კი ტელეფონის ყიდვა უნდოდა, რადგანაც დედას ამის საშუალება არ ჰქონდა.

მაშინ AMBEBI.GE-ზე სანდროსთან ინტერვიუ ბევრმა ადამიანმა წაიკითხა, მისი ნამუშევრების ნახვა და ოსტატის ახლოს გაცნობის სურვილიც გაუჩნდა. შეიძლება ითქვას, ისინი მისი პოტენციური დამკვეთები გახდნენ, რამაც ბიჭს უბიძგა, ადამიანები სამომავლოდ ისევ გაეხარებინა და უკვე საახალწლოდ ნაძვის ხის სათამაშოებზე ემუშავა. მისი ნახელავი მოსწონთ,
ჰყავს უამრავი დამკვეთი და ასე ნელ-ნელა ნამდვილ ოსტატად ჩამოყალიბდა.

"ვაკეთებ სათამაშოებს, ნაძვის ხეზე რომ დაიკიდოს. საქმე ცოტა ძნელია, მაგრამ სამაგიეროდ, სათამაშო ხელთათმანი - ნაძვის ხეზე ჩამოსაკიდი ლამაზი გამოდის. ვიღებ წითელ თექას, ზემოდან მუყაოს ნიმუშს ვადებ, ფანქრით ვხაზავ და ვჭრი. მერე ორ გამოჭრილ თექას ერთმანეთთან ვაერთებ და საახალწლოდ სხვადასხვანაირად ვაფორმებ. არც ერთი ხელთათმანი ერთმანეთს არ ჰგავს," - განგვიმარტავს 10 წლის სანდრო, რომელიც დედასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. დედა შვილს შეძლებისდაგვარად არაფერს აკლებს, მაგრამ ჭკვიან და ყოჩაღ ბიჭუნას თავისი ოცნებები აქვს და ამიტომაც მოინდომა დედას  დახმარებოდა: გაეკეთებინა სათამაოები, გაეყიდა და შემოსული თანხით თუნდაც ინგლისურის, კარატეზე სიარულის საფასური დაეფარა.

იხილეთ  ვიდეო



ამ ამბის "ფეისბუქით" გავრცელების შემდეგ, ადამიანები მას საჩუქრებით გამოეხმაურნენ. მიიღო ველოსიპედი, "როლიკები", რაგბის ბურთი, ჩაფხუტები, ყველაფერი, რაც ძალიან უნდოდა და მიუხედავად იმისა, რომ თოვლის ბაბუის არსებობის არ სჯეროდა, დაიჯერა.

- რამდენი გიმუშავია? არ იღლები?
- ხომ გითხარით, რთულია - ვიყენებ ცხელ სილიკონს, რომელიც ხანდახან ხელსაც მწვავს, ნემსს, რომელიც შეიძლება ხელშიც შემესოს, ან თითი გავიკაწრო, მაგრამ დედა მეხმარება... ჩემთვის ეს არის შრომა, რომელიც არ მეზარება. თან, შედეგს სიხარული მოაქვს, მიფასდება ნამუშევარი, მიმართლებს.

- სკოლაში ხომ არ ზარმაცობ?
- არა, სწავლა ძალიან მიყვარს, ჩემთვის სახალისოა. მეხუთე კლასში ვარ, ბევრი საგანი დამემატა. მიყვარს ისტორია, მომწონს, ძველი საქართველოს ამბებს რომ ვეცნობი, საინტერესოა. მიყვარს ასევე ჩემი მეგობრები, როცა თავისუფალი დრო მაქვს, მათკენ გავრბივარ, რომ ვითამაშო...



- როგორც ოსტატს სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- ამ ნამუშევრებით შეგროვებული თანხის სანაცვლოდ სააღდგომოდ მოვემზადები, რომ ახალ-ახალი ნამუშევრები ისევ შევქმნა - კედელზე დასაკიდებელი კვერცხების გაკეთება მინდა. ხალხის გახარება ძალიან მსიამოვნებს, ეს დედასგან ვისწავლე. პეკინზე ორი მოხუცი მათხოვარი ბებოა, გვიანობამდე სხედან, დედას ეცოდება ისინი და საღამოობით უვლის - ჩაის და რძეს ასმევს. ამიტომ, მომავალში მეც დავეხმარები ხალხს, განსაკუთრებით ბავშვებს, ვისაც დედის სითბო არ ექნება.

- რა პროფესიას აირჩევ?
- ეს საქმე უნდა გავაგრძელო, რასაც ახლა ვაკეთებ, მაგრამ მეორე სამსახურიც მექნება, ბიძიასავით სტომატოლოგობა მინდა, მას უნდა მივბაძო.

ნანა ჩხაიძე, სანდროს დედა:
- სანდრო ოცნების ასრულებაზე ლაპარაკობდა და მინდა, მადლობა გადავუხადო ადამიანებს, ვინც ჩემი შვილი გაახარეს: ველოსიპედი ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს სახელით გადმოსცეს. იდეა მამა კირიონ მაჩაიძეს გაუჩნდა. ვინაიდან საქართველოში მამა ბექა იყო ჩამოსული და ველოსიპედი სანდრომდე მისი საშუალებით მოვიდა. ნატვრად ჰქონდა რაგბის ბურთიც და საჩუქრად მოუტანეს, ასევე "როლიკები"...

- თავად როგორ აფასებთ სანდროს შემოქმედებას?
- რომ არა მისი მონდომება, ალბათ მეც არ შევხედავდი ამ საქმეს სერიოზულად. არადა, თავიდან ეს ბავშვის წახალისებისთვის ჩემი მეგობრების დახმარება იყო მხოლოდ. მაშინ მცირე რაოდენობით გააკეთა სააღდგომო ჩიტის ბუდეები, მაგრამ ამ ყველაფერს დიდი რეზონანსი მოჰყვა, თვითონ დამკვეთები, ვინც ყიდულობდნენ ნივთებს, მთხოვდნენ, ოფიციალურად შემექმნა "ფეისბუქზე" გვერდი, სადაც ბავშვის ნახელავს გამოვაქვეყნებდით. არც ეს გავაკეთე, არ მეგონა, რომ ეს საქმე ამხელა რეზონანსს გამოიწვევდა, ახლა უკვე არსებობს მისი ოფიციალური ფეისბუქ გვერდი "სანდროსგან".



ამ საახალწლო სათამაშოების შექმნას კი აი, რა უძღოდა: ცოტა ხნის წინ, სახლში საოჯახო ხარჯებს ვანაწილებდი. სანდრო ამ ყველაფერს უყურა და მითხრა, საახალწლოდ ნაძვის ხის სათამაშოები უნდა გავაკეთო. გავყიდი და წაგეხმარებიო. იდეები სულ მისგან მოდის. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ ყველაფრისთვის კარგად მოვმზადებულიყავით. ბანკიდან სესხი ავიღე და მერე სპეციალურ მაღაზიაში ყველა საჭირო მასალა და ნივთი სანდროსთან ერთად შევარჩიე.

რადგან მას ეს საქმე გამოუვიდა, ვგეგმავთ, რომ ბრენდი "სანდროსგან" დავარეგისტრიროთ. შემდგომ კი ამ საქმეს მისი შვილები და შვილიშვილები გააგრძელებენ...

პ.ს. ჩვენს პატარა რესპონდენტს კიდევ ერთი ნატვრა აქვს - სადაც მიდის, ყველგან სტუმარია, ამიტომ მისი ოცნებაა, ერთხელ ისე მოხდეს, იყოს ადგილი, სადაც სტუმრებს თავად მიიყვანს. მე ვუსურვებ ამ სურვილის ასრულებას...

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მსგავსი სიახლეები
"დედა ასეთ დღეებს არ ივიწყებს და მეც მასწავლის, რომ მნიშვნელოვანია, გაჭირვებამ არ შემაშინოს"
+PHOTO "ვიფიქრე, საჩუქრებს გავაკეთებ და გაყიდული ბუდეებით საჭირო თანხას შევაგროვებ-მეთქი"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
13:19 / 16-12-2017  Image ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ
საქართველოს მთავრობამ ევროპის ადამიანის უფლება კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია
23:28 / 15-12-2017  Image როგორ გამოიყურებოდა ანუკი არეშიძე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალზე
+PHOTO ნაძვის ხე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოჯახის წევრებთან და ბავშვებთან ერთად აანთო
11:12 / 16-12-2017  Image ზურა შევარდნაძე ქალიშვილის მამა გახდა
ახალბედა მამა მილოცვებს მეგობრებისგან სოციალურ ქსელშიც იღებს
12:50 / 16-12-2017  Image ღვინის ბრმა დეგუსტაცია ნაძვის ხის საზეიმო გახსნაზე
სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო 23 სახეობის ღვინო
11:34 / 16-12-2017  Image რეალურად, სად არის გადაღებული უხამსი საახალწლო განათებები, რომელიც მთელს "ფეისბუქს" ბათუმში ეგონა
"ბათუმი რა კარგად გაუნათებიათ, ნატაშების მოსაზიდად არის ეტყობა"

პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49