კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:48 / 07-12-2017
რა განცხადებას ავრცელებს ფეხბურთის ფედერაცია მსაჯის, ილია ტუღუშის გარდაცვალების ფაქტზე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მსაჯის, ილია ტუღუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ფედერაცია ილია ტუღუშის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს და იმედს გამოთქვამს, რომ მომხდარი უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული.

გარდა ამისა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ფაქტზე ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებებთან.

"მოგეხსენებათ, 6 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია ქართველი მსაჯის ილია ტუღუშის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ილია ტუღუში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსაჯობდა საქართველოს ჩემპიონატის ასაკობრივ ლიგებში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულის გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს.

გვსურს, მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ფაქტზე ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებებთან და ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ ეს შემთხვევა უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული", - აღნიშნულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მალთაყვაში, ზღვის პირას მდებარე ნაძვნარში, ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილი ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ილო ტუღუში მსაჯობდა როგორც ეროვნულ მატჩებზე, ასევე მთავარ ლიგაში.

ოჯახი თვითმკვლელობას გამორიცხავს. წაიკითხეთ: "5000 ლარს ითხოვდნენ. მოკლულია ჩემი ქმარი" - გარდაცვლილი მსაჯის მეუღლე
13:34 / 07-12-2017
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
1
სიჭინავაზე უარესი რა უნდა იყოს მეთქი ვფიქრობდი და თურმე სადა ხარ, ჯერ არაფრის მაქნისი კობიაშვილი წინ გელოდება. მოაშორეთ ეს არარაობა ფედერაციიდან.
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთის ფედერაცია მატჩის ამსახველ ვიდეომასალას დაწვრილებით შეისწავლის
"მსურს წარმატებები გისურვოთ ჩემთან და უჩემოდაც, იფიქრეთ მხოლოდ თქვენს ქვეყანაზე"
"კახა დიდ ზიანს აყენებს სფფ-ს და იმ ინსტიტუტებს, ვისთანაც ფედერაცია თანამშრომლობს"
"მწვრთნელებსაც და თანამშრომლებსაც კონტრაქტი 31 დეკემბერს ეწურებათ"
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კერძო აუდიტორული კომპანია მუშაობს
+VIDEO| "გამოუშვით ეს ადამიანი... სანაცვლოდ, მოვილაპარაკეთ - წავაგებ"
ფეხბურთის ფედერაცია გახდა საზოგადოებისათვის დახურული, ჩაკეტილი, ზესაიდუმლო ორგანიზაცია
ამის შესახებ სიჭინავამ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე განაცხადა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
13:19 / 16-12-2017  Image ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ
საქართველოს მთავრობამ ევროპის ადამიანის უფლება კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია
23:28 / 15-12-2017  Image როგორ გამოიყურებოდა ანუკი არეშიძე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალზე
+PHOTO ნაძვის ხე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოჯახის წევრებთან და ბავშვებთან ერთად აანთო
11:12 / 16-12-2017  Image ზურა შევარდნაძე ქალიშვილის მამა გახდა
ახალბედა მამა მილოცვებს მეგობრებისგან სოციალურ ქსელშიც იღებს
12:50 / 16-12-2017  Image ღვინის ბრმა დეგუსტაცია ნაძვის ხის საზეიმო გახსნაზე
სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო 23 სახეობის ღვინო
11:34 / 16-12-2017  Image რეალურად, სად არის გადაღებული უხამსი საახალწლო განათებები, რომელიც მთელს "ფეისბუქს" ბათუმში ეგონა
"ბათუმი რა კარგად გაუნათებიათ, ნატაშების მოსაზიდად არის ეტყობა"

პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49