კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:07 / 02-01-2018
ყველა დეტალი ტექდათვალიერების შესახებ, რომელიც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა - საჭირო ინფორმაცია მძღოლებისთვის
2018 წლის 1-ელი იანვრიდან სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება ამოქმედდა. ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში ეტაპობრივად განხორციელდება. ინსპექტირებას გაივლის საქართველოს მთელი ავტოპარკი მომდევნო ორი წლის განმავლობაში - 2019 წლის ბოლომდე.

პირველ ეტაპზე, გამკაცრდება იმ ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების პროცესი, რომლებიც, დღესაც სავალდებულო შემოწმებას ექვემდებარებიან, თუმცა, მათი ინსპექტირების პროცესი და ადმინისტრირება, მინიმუმ არაეფექტურია. ესენი არიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5ტ. ზემოთ) ავტომობილები.

1-ელი ოქტომბრიდან - დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები (3.0 ძრავით და ზემოთ), რადგან ისინი მეტ საწვავს
მოიხმარენ და შესაბამისად, მათგან მავნე გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების მეტი საფრთხე არსებობს.

მომდევნო ეტაპზე - 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ინსპექტირებას გაივლის საქართველოს დანარჩენი ავტოპარკი - 2019 წლის ბოლომდე.

მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების - 100 ლარი ეღირება.

ყველა ავტომფლობელს, რომლის სატრანსპორტო საშუალებასაც აღმოაჩნდება ისეთი ხარვეზი, რაც ეწინააღმდეგება დადგენილ მოთხოვნებს, მიეცემა გონივრული ვადა (ერთთვიანი) პრობლემის მოსაგვარებლად.

ამასთან, მკაცრდება ინსპექტირების მოწმობის არქონის შემთხვევაში არსებული საჯარიმო სანქციები. უფრო კონკრეტულად კი, ფიზიკური პირისთვის ჯარიმა იქნება 50 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 200 ლარი.

იხილეთ ვიდეო: რა ეღირება ტექდათვალიერება მსუბუქი, სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის?

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლისას ავტომობილმა 7 ძირითადი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს. კერძოდ, ეს მოთხოვნებია - მუხრუჭები, საჭის მართვის სისტემა, ხილვადობა, ფარები, ღერძულა, შასი და მისი შემადგენლები და გამონაბოლქვი.

რაც შეეხება მავნე გამონაბოლქვს, ნებისმიერი ავტომობილისთვის, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას კატალიზატორი, იმოქმედებს გამონაბოლქვის მაქსიმუმ დასაშვები ნორმა, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს გამართული წვის სისტემის მქონე ავტომობილმა.

გარდა ამისა, უახლოეს ხანში დაიწყება ფართო საინფორმაციო კამპანია, რის შედეგადაც ყველა დაინტერესებული ადამიანი მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესი და რა პერიოდში, რომელი კატეგორიის ავტომობილებს შეეხებათ.

3 იანვრიდან ამოქმედდება ცხელი ხაზი ნომრით - 1484. ამასთან, შეიქმნება ვებ-გვერდი, რომლის საშუალებითაც ადამიანს შეეძლება მისთვის სასურველ ტესტირების ცენტრში ვიზიტი დაგეგმოს და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის საჭირო თანხა გადაიხადოს.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დაწყების ეტაპიდან საჭის გადატანა აიკრძალება. რაც შეეხება უკვე საჭეგადატანილ ავტომობილებს, ასეთი ავტომობილებიც ისევე გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სხვა ნებისმიერი, თუ ისინი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს დააკმაყოფილებენ.

ამასთან, მარჯვენასაჭიან ავტომობილებს არავითარი დამატებითი სირთულეები არ შეექმნებათ. მათ მოუწევთ მხოლოდ მაშუქი ფარების დახრილობისა და სინათლის ნაკადის მიმართულების ცვლილება.

რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, ორი წლის განმავლობაში რომელი კატეგორიის მანქანები, რა ვადაში გაივლიან ინსპექტირებას და რა მოეთხოვებათ მათ, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაწერილია ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ. გრაფიკი გაწერილი იქნება ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით, რაც, პირველ რიგში, შესაბამისი ავტოსატრანსპორტოსაშუალების მფლობელებს მისცემს საკმარის ვადას, მოემზადონ ტექდათვალიერებისთვის და ასევე თავიდან აგვაცილებს რიგების წარმოქმნის რისკებს.

უფრო კონკრეტულად კი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა უნდა ნახოს სარეგისტრაციო მოწმობაში მანქანის გამოშვებისა და რეგისტრაციის თარიღი. რეგისტრაციის თარიღი (თვე) არის მისი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ბოლო ვადა. მაგალითად, თუ ავტომობილის რეგისტრაციის თარიღია 2010 წლის ნოემბერი, აღნიშნულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებას პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის ბოლო ვადა დაწყებიდან ნოემბრამდე ექნება.

ავტომფლობელებისთვის ამოქმედდება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წესი, კერძოდ, 4 წლამდე ავტომანქანებისთვის ინსპექტირება არ იქნება საჭირო, 4-დან 6 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ, 6-დან 8 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო 8 წლის ზემოთ ასაკის ავტომანქანებისთვის - ყოველწლიურად. შეასაბამისად, მანქანის გამოშვების თარიღის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი მიხვდება, მოუწევს თუ არა და რა პეროდულობით მის ავტომობილს ტექნიკური ინსპექტირების გავლა.
11:26 / 03-01-2018
ვეტერანი
0
რატომ არ ვწერთ, ტუ როდის დაიწყება ბენზოგასამართების შემოწმება ხარისხიან საწვავზე? ან რატომ არიდებენ ამ თემას თავს? "მსხვილი ჟკლობები" მფარველობენ?<br />
გამოეხმაურე / 0 /
09:41 / 03-01-2018
gia
0
ისიც დაწერეთ რომელი საწვავი უნდა მესხას, რომ გავიარო დათვალიერება :) ნაგავს რომ გვასაღებენ.
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
AUTO BILD-მა გადაწყვიტა, რეგლამენტში გაწერილი რამდენიმე მოთხოვნა ბარბარიზმების ენაზე ეთარგმნა
საპატრულო პოლიცია აღსრულების პროცესში მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ჩაერევა
+VIDEO| "აირბალონზე მომუშავე ავტომობილების 50% ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს"
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევეთა კოდექსს" რამდენიმე ახალი ნორმა ემატება
ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყება
ავტოსათადარიგო ნაწილების ბიზნესის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ფასთა
რაც შეეხება უკვე საჭეგადატანილ მანქანებს, რომელთა რაოდენობა, მიხეილ ხმალაძის განცხადებით
400-500 ათასი აირბალონიანი ავტომობილიდან ამ ეტაპზე მხოლოდ 1 000-მდე მანქანაა შემოწმებული
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
13:57 / 20-01-2018  Image გიორგი ჭანტურიას მამა საავადმყოფოში გადაიყვანეს
+VIDEO ექიმის ინფორმაციით, გიორგი ჭანტურიას მამას, ზურაბ ჭანტურიას გულის არეში ტკივილი და მაღალი წნევა აღენიშნება
13:53 / 20-01-2018  Image ფოთში ზღვამ ქალის ცხედარი გამორიყა
ნაზი მარშავა მარტოხელა იყო და ტაბიძის ქუჩაზე , დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა
12:00 / 08-11-2017  Image ტრამპის 1 წელი - რა მიიღო მსოფლიომ და საქართველომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტისგან?
უცხოეთის მიმომხილველის კახა დგებუაძის ანალიზი
09:53 / 20-01-2018  Image რა შემთხვევაში კეთდება ინჰალაცია და როგორ უნდა მიაჩვიოთ ბავშვი პროცედურას - ექიმის რეკომენდაცია
აპარატში მოთავსების წინ ყურადღებით გადაამოწმეთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის დოზა
19:50 / 19-01-2018  Image როგორ განთავსდა 36 კვადრატულ მეტრში 5 ოთახი
მეგაპოლისების მაცხოვრებელთა რაოდენობა ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49