ყველა დეტალი ტექდათვალიერების შესახებ, რომელიც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა - საჭირო ინფორმაცია მძღოლებისთვის

ყველა დეტალი ტექდათვალიერების შესახებ, რომელიც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა - საჭირო ინფორმაცია მძღოლებისთვის

2018 წლის 1-ელი იანვრიდან სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება ამოქმედდა. ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში ეტაპობრივად განხორციელდება. ინსპექტირებას გაივლის საქართველოს მთელი ავტოპარკი მომდევნო ორი წლის განმავლობაში - 2019 წლის ბოლომდე.

პირველ ეტაპზე, გამკაცრდება იმ ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების პროცესი, რომლებიც, დღესაც სავალდებულო შემოწმებას ექვემდებარებიან, თუმცა, მათი ინსპექტირების პროცესი და ადმინისტრირება, მინიმუმ არაეფექტურია. ესენი არიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5ტ. ზემოთ) ავტომობილები.

1-ელი ოქტომბრიდან - დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები (3.0 ძრავით და ზემოთ), რადგან ისინი მეტ საწვავს მოიხმარენ და შესაბამისად, მათგან მავნე გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების მეტი საფრთხე არსებობს.

მომდევნო ეტაპზე - 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ინსპექტირებას გაივლის საქართველოს დანარჩენი ავტოპარკი - 2019 წლის ბოლომდე.

მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების - 100 ლარი ეღირება.

ყველა ავტომფლობელს, რომლის სატრანსპორტო საშუალებასაც აღმოაჩნდება ისეთი ხარვეზი, რაც ეწინააღმდეგება დადგენილ მოთხოვნებს, მიეცემა გონივრული ვადა (ერთთვიანი) პრობლემის მოსაგვარებლად.

ამასთან, მკაცრდება ინსპექტირების მოწმობის არქონის შემთხვევაში არსებული საჯარიმო სანქციები. უფრო კონკრეტულად კი, ფიზიკური პირისთვის ჯარიმა იქნება 50 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 200 ლარი.

იხილეთ ვიდეო: რა ეღირება ტექდათვალიერება მსუბუქი, სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის?

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლისას ავტომობილმა 7 ძირითადი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს. კერძოდ, ეს მოთხოვნებია - მუხრუჭები, საჭის მართვის სისტემა, ხილვადობა, ფარები, ღერძულა, შასი და მისი შემადგენლები და გამონაბოლქვი.

რაც შეეხება მავნე გამონაბოლქვს, ნებისმიერი ავტომობილისთვის, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას კატალიზატორი, იმოქმედებს გამონაბოლქვის მაქსიმუმ დასაშვები ნორმა, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს გამართული წვის სისტემის მქონე ავტომობილმა.

გარდა ამისა, უახლოეს ხანში დაიწყება ფართო საინფორმაციო კამპანია, რის შედეგადაც ყველა დაინტერესებული ადამიანი მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესი და რა პერიოდში, რომელი კატეგორიის ავტომობილებს შეეხებათ.

3 იანვრიდან ამოქმედდება ცხელი ხაზი ნომრით - 1484. ამასთან, შეიქმნება ვებ-გვერდი, რომლის საშუალებითაც ადამიანს შეეძლება მისთვის სასურველ ტესტირების ცენტრში ვიზიტი დაგეგმოს და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის საჭირო თანხა გადაიხადოს.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დაწყების ეტაპიდან საჭის გადატანა აიკრძალება. რაც შეეხება უკვე საჭეგადატანილ ავტომობილებს, ასეთი ავტომობილებიც ისევე გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სხვა ნებისმიერი, თუ ისინი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს დააკმაყოფილებენ.

ამასთან, მარჯვენასაჭიან ავტომობილებს არავითარი დამატებითი სირთულეები არ შეექმნებათ. მათ მოუწევთ მხოლოდ მაშუქი ფარების დახრილობისა და სინათლის ნაკადის მიმართულების ცვლილება.

რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, ორი წლის განმავლობაში რომელი კატეგორიის მანქანები, რა ვადაში გაივლიან ინსპექტირებას და რა მოეთხოვებათ მათ, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაწერილია ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ. გრაფიკი გაწერილი იქნება ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით, რაც, პირველ რიგში, შესაბამისი ავტოსატრანსპორტოსაშუალების მფლობელებს მისცემს საკმარის ვადას, მოემზადონ ტექდათვალიერებისთვის და ასევე თავიდან აგვაცილებს რიგების წარმოქმნის რისკებს.

უფრო კონკრეტულად კი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა უნდა ნახოს სარეგისტრაციო მოწმობაში მანქანის გამოშვებისა და რეგისტრაციის თარიღი. რეგისტრაციის თარიღი (თვე) არის მისი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ბოლო ვადა. მაგალითად, თუ ავტომობილის რეგისტრაციის თარიღია 2010 წლის ნოემბერი, აღნიშნულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებას პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის ბოლო ვადა დაწყებიდან ნოემბრამდე ექნება.

ავტომფლობელებისთვის ამოქმედდება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წესი, კერძოდ, 4 წლამდე ავტომანქანებისთვის ინსპექტირება არ იქნება საჭირო, 4-დან 6 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ, 6-დან 8 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო 8 წლის ზემოთ ასაკის ავტომანქანებისთვის - ყოველწლიურად. შეასაბამისად, მანქანის გამოშვების თარიღის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი მიხვდება, მოუწევს თუ არა და რა პეროდულობით მის ავტომობილს ტექნიკური ინსპექტირების გავლა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ