კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
18:09 / 07-12-2017
"ისრაელში წვიმაა, მაგრამ ჩვენს გულებში მზეა..." - როგორ ეხმაურებიან სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ებრაელები ტრამპის გადაწყვეტილებას
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოცხადდეს, ებრაელების ზეიმი მოჰყვა, - მათი თქმით, ეს დიდი ხნის წინაც ასე იყო, მათ შეგნებასა და ცნობიერებაში, იერუსალიმი ისრაელის განუყოფელი ნაწილი იყო, ახლა უბრალოდ, მისი იურიუდულად ცნობა ხდება და ამის გაკეთება პირველად, ამერიკამ დაიწყო...

სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ებრაელები ამ სიახლეს ასე ეხმაურებიან:

აბრაამი, ქართველი ებრაელი, ისრაელის მოქალაქე:
- ისრაელში წვიმაა, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენს გულებში მზეა... ამერიკის პრეზიდენტმა, იერუსალიმი ოფიციალურად გამოაცხადა ისრაელის დედაქალაქად. ამერიკის პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ, ისრაელის
სახელმწიფოს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, იერუსალიმი ჩვენი ქვეყნის დედაქალაქად გამოაცხადა. ასევე, სალეჩოების ამ ქალაქში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის ჩვენი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება... იმედია, საქართველოს ხელისუფლებაც გამოაცხადებს იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად და საელჩოს იქ გადმოიტანს... ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ფანი შიფმანი, პოლონეთში მცხოვრები ებრაელი:
- ტერაქტები ხდებოდა აქამდეც. აქამდე იერუსალიმი არ იყო ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებული, მაგრამ მათ მაინც ჰქონდათ ტერაქტების ჩადენის მოტივაცია. უკვე ათეულობით წელია რადიკალი ისლამისტები გეგმავენ და ახორციელებენ ტერაქტებს და ასევე, იტაცებენ სხვა სახელმწიფოების მიწებს. ამ ყველაფერში ებრაელების დადანაშულება უბრალოდ აბსურდია და იმედია, ევროპელები ძალიან შორს დგანან იმისგან, რომ ამაში ჩვენ დაგვადანაშუალონ. ესე იგი, შეიარაღების პრინციპი ყველაზე გამართლებულია, გაფრთხილებული ხარ, - ნიშნავს, შეიარაღებული ხარ. რეალობამ გვანახა, რომ ლიბერალური სისულელეები არ ამართლებს და არც არის ამის დრო.

იოსებ ზამბილოვიჩი, რუსეთში მცხოვრები ებრაელი:
- ბედნიერი დღე ჩვენს ისტორიაში. ძალიან მადლიერი ვარ ამერიკისა და მისი პრეზიდენტის. ამერიკის 33-ე პრეზიდენტი, ჰარი ტრუმენი იყო პირველი პილიტიკოსი მსოფლიოში, რომელმაც ცნო ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა... ახლა კი ჩვენ უზომოდ მადლიერი ვართ დონალდ ტრამპის, რომელმაც იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებით, ჩვენი ისტორია შეცვალა. იერუსალიმი, ისრაელის დედაქალაქი იყო 3 ათას წელზე მეტ ხანს და ის ასე დარჩება.

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE

წაიკითხეთ: "მის წინასაარჩევნო კამპანიაში, მნიშვნელოვანი ებრაული კაპიტალი ჩაიდო..." - რა შეიძლება მოჰყვეს ტრამპის გადაწყვეტილებას?
10:57 / 08-12-2017
=====
0
ჩვენს გარეშეც გავლენ იოლად. თუ ვცნობთ იერუსალიმს ისრაელის დედქალაქად შარი უნდა ავიკიდოთ და გვინდა?!( ისე მაინტერესებს,ყველა ერმა, 3000 წლის წინ ვის რა ეკუთვნოდა, იმის დაბრუნებაზე პრეტენზია რომ გამოთქვას, რას დაემსგავსება მსოფლიო?!მაშინ რუსეთიც მართალია ყირიმთან მიმართებაში?!)
10:00 / 08-12-2017
zaal
1
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ცხონებული ჭაბუა აბირეჯიბის სიტყვებს მოვიშველიებდი -"ფრთხილად ქართველებო".
მსგავსი სიახლეები
"მას შეუძლია ასეთი მოლოდინები სხვა ქვეყნებთან მიმართებაში შეინარჩუნოს"
"აშშ-ის გადაწყვეტილება საერთაშორისო კანონმდებლობის და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების საშიში დარღვევაა"
ისრაელის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა 7 დეკემბერს აგორდა
1990 წელს ისევ იყო მცდელობა, რომ იერუსალიმს სახელმწიფო ავტონომია მიეღო
აღმოსავლეთ იერუსალიმში, იუდეა და სამარიას რიგ ქალაქებში
"ტრამპი წარმოადგენს სხვადასხვა ებრაულ ძალას, ამერიკაში კი, ებრაული ლობი განსაკუთრებით ძლიერია..."
"ასევე ვაწარმოებ მოლაპარაკებებს დასავლელ ლიდერებთან, რომის პაპთანაც"
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49