თბილისში დამონტაჟებულ 3-მილიონიან საახალწლო ილუმინაციას ნაწილები სცვივა

თბილისში დამონტაჟებულ 3-მილიონიან საახალწლო ილუმინაციას ნაწილები სცვივა

რამდენიმე დღის წინ თბილისი საახალწლოდ ახალი ილუმინაციებით მოირთო. "თბილსერვის ჯგუფმა" დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე - რუსთაველის, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, ასევე, პეკინისა და ბარათაშვილის ქუჩებზე, საახალწლო ილუმინაციები დაამონტაჟა.

რუსთაველის გამზირზე, ახალი, იტალიური ილუმინაციის მონტაჟს თბილისის მერი კახა კალაძეც დაესწრო. ქალაქის მთავარ გამზირზე დამონტაჟდა პეპელას ფორმის 32 განათება. ასევე, დეკორატიულად მოირთო ხეები. "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის, ლევან ჯღარკავას განცხადებით, საახალწლო ილუმინაციებისთვის 3 მლნ ლარი დაიხარჯა.

სწორედ პეპელას ფორმის იტალიურ განათებას, რომელიც რუსთაველზეა დამონტაჟებული, როგორც აღმოჩნდა, ნაწილები სცვივა.  ილუმინაციის მიმდებარე ტერიტორიაზე განათების "ფარფლებია" მოფენილი, რაც კარგად ჩანს რუსთაველის გამზირზე გადაღებულ ფოტოებში. როგორ ჩანს, ქარის და ცუდი ამინდის გამო, განათება მთავარ ხიბლს კარგავს...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი