34 წლის თბილისელი პროფესორი, რომელმაც დედაქალაქს საცხოვრებლად სოფელი არჩია და წარმატებული მეღვინე გახდა

34 წლის თბილისელი პროფესორი, რომელმაც დედაქალაქს საცხოვრებლად სოფელი არჩია და წარმატებული მეღვინე გახდა

"შეიძლება ცოტა არადამაჯერებლადაც ჟღერდეს, მაგრამ სოფლად ცხოვრება ყოველთვის მინდოდა. ბიჭები, რომლებიც მიყვარდებოდნენ, ან მოხეტიალეები იყვნენ, ან - რეგიონში დაბადებულები და გაზრდილები. ამას წინათ გავაცნობიერე, რომ ჩემი პროფესიული ინტერესებიც, სწორედ, ამ თემებს უტრიალებდა - რომანტიზმი ლიტერატურაში, სენტიმენტალური რომანი, ბუკოლიკური და პასტორალური პოეზია, ღვინის ჟურნალისტიკა"...

- თბილისელი ვარ, ჩემი ბებიები და ბაბუები 40-იან წლებში (ზოგი უფრო ადრეც) ჩამოვიდნენ განათლების მისაღებად დედაქალაქში და საქმიანობა თავიანთ სფეროებში აქვე განაგრძეს, ძირითადად, აკადემიური მიმართულებით. მიუხედავად ამისა, არასდროს მქონია განცდა, რომ "ნაღდი" თბილისელი ვიყავი. არც იმ "ურთიერთობის" ნაწილი ვყოფილვარ, რომლის მთავარი ფასეულობა სოციალური მიკუთვნებულობაა და არა - პიროვნული ღირსებები. არც ბებია-ბაბუები და არც ჩემი მშობლები ზრუნავდნენ, რომ ჩემი მთავარი იმუნიტეტი, სწორედ, ეს სოციალური გარსი - "ურთიერთობა" და "პატრონობა" ყოფილიყო, ალბათ, ამიტომ არ გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება მარტვილში საცხოვრებლად გადასვლაზე, როცა ამისი საჭიროება დადგა...

- მოგვიყევით, რატომ გადაწყვიტეთ თბილისიდან მარტვილში საცხოვრებლად გადასვლა?

- ჩემს ქმარს მარტვილში საოცარი მეგრული ოდა ჰქონდა, რომელიც მისმა დიდმა ბაბუამ და ბებიამ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ააშენეს. ოდაში ყოველ ზაფხულს ორიოდე კვირით ჩავდიოდით დასასვენებლად და ვნატრობდით იქ ცხოვრებაზე. დიდი ხნის მანძილზე ეს სურვილი ოცნებად რჩებოდა, სანამ დაცული ტერიტორიების სააგენტომ მარტვილის კანიონის ადმინისტრაცია არ შექმნა და ხელმძღვანელობა ზაზას - ჩემს მეუღლეს შესთავაზა. გადაწყვეტილების მიღებაზე დიდხანს არ გვიჭოჭმანია. გვქონდა ახალი გარემოს გაცნობის, ახლის შექმნის დიდი ვნება. გარდა ამისა, ვფიქრობდით, რომ სოფლად ცხოვრება ბავშვებისთვისაც უკეთესი იქნებოდა - დიდი ეზო, ნაკლები ტექნიკა, სუფთა ჰაერი და ჯანსაღი კვება. განათლების ხარისხით მუნიციპალური ცენტრების - ოზურგეთის, მარტვილის, სენაკის, ქუთაისის, თელავის და სხვ. - სკოლები თბილისის ზოგადი განათლების სასწავლებლებს ნამდვილად არ ჩამოუვარდება. ამის დასტური ერთიანი ეროვნული გამოცდებიცაა. როგორც წესი, უმაღლეს ქულებს ბავშვები, სწორედ, რეგიონებიდან იღებენ ხოლმე.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი