მსახიობი დიმა ჯაიანი გარდაიცვალა

მსახიობი დიმა ჯაიანი გარდაიცვალა

ცნობილი მსახიობი დიმა ჯაიანი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე იტყობინება.

ბოლო წლებში დიმიტრი ჯაიანი აფხაზეთის კულტურისა და განათლების მინისტრი იყო, ამ თანამდებობაზე ის 2013 წელს დაინიშნა. ასევე გახლდათ სოხუმის თეატრის მთავარი რეჟისორი.

დიმიტრი ჯაიანი დაიბადა 1950 წლის 20 აგვისტოს, ქალაქ სენაკში. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით 1973 წელს.

1973 წლიდან სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი; სპექტაკლებში განსახიერებული აქვს როლები: მეფე გიორგი ("დიდოსტატის მარჯვენა"), მეფე ჰოკონ ჰოკონსენი (იბსენი, "ბრძოლა ტახტისათვის"), ელიზბარ ერისთვი (გ. ბათიაშვილის, "1832") და სხვ. გადაღებულია ფილმებში: "პირველი მერცხალი" (1975), "ოგარიოვის 6" (1980), "ვინ არის მეოთხე?" (1985), "სტალინის დაკრძალვა" (1989).

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი