კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:29 / 09-12-2017
"გულნატკენი წავიდა ამ ქვეყნიდან...." - დიმა ჯაიანი თურქეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა
ცნობილი მსახიობი დიმა ჯაიანი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო წლებში ჯაიანი აფხაზეთის კულტურისა და განათლების მინისტრი იყო, ამ თანამდებობაზე ის 2013 წელს დაინიშნა. ასევე გახლდათ სოხუმის თეატრის მთავარი რეჟისორი.

გარდაცვალების მიზეზი მძიმე დაავადება გახდა. მას ცოტა ხნის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ოპერაციის გასაკეთებლად თურქეთში იმყოფებოდა, თუმცა ოპერაციამდე გარდაიცვალა.

AMBEBI.GE დიმა ჯაიანის მეგობარს, მსახიობ ქეთი დოლიძეს დაუკავშირდა.

- დიმა იყო კარგი ადამიანი, ჩვენ ორმოცწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. იშვიათია ჩვენს პროფესიაში ერთგული ადამიანი და კაცობა, დიმა სწორედ ასეთი
იყო, ის იყო თავისი ქვეყნის ერთგული კაცი. არცერთი დაავადება არ მოდის ციდან, განსაცდელს და უსამართლობას მოაქვს ყველაფერი. დიმა გულნატკენი წავიდა ამ ქვეყნიდან.

- რა გახდა გარდაცვალების მიზეზი?
- მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა უკვე გვიანი იყო. სამწუხაროდ მზაკვარი დაავადება გვიან იჩენს თავს, ბოლოს ორი თვის წინ ვნახე და მაშინ არ ჰქონდა ეს დიაგნოზი. ყველა მზად იყო დიმას დასახმარებლად და გადასარჩენად, მაგრამ უკვე გვიანი აღმოჩნდა... ოპერაციის გასაკეთებლად თურქეთის კლინიკაში გაამგზავრეს, მაგრამ ოპერაციამდე გულის შეტევით გარდაიცვალა...

იხილეთ ვიდეო

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
16:56 / 11-12-2017
daviti
1
ვიცნობ ადამინებს, რომლებიც დიმა ჯაიანს პირადად იცნობდნენ, დაკარგის მეტი არაფერი გამიგია. აფხაზეთის ომის მერე რომ გავარდა ხმა დაიღუპაო, მახსოვს როგორ განიცდიდა ის ხალხი. რომ იტყოდა რამეს მართალს ამბობდა ემოციური კაცი იყო და რასაც აკეთებდა გულით აკეთებდა. აცხონოს ღმერთმა.
გამოეხმაურე / 0 /
19:03 / 09-12-2017
m
4
ძალიან საწყენია.ანშლაგით გადიოდა სპექტაკლები სოხუმში მისი მონაწილეობით,მთავარ როლებს ასრულებდა.
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
ბოლო წლებში დიმიტრი ჯაიანი აფხაზეთის კულტურისა და განათლების მინისტრი იყო
"რაც ეს გუნდი მოვიდა, ბოლო 2 წელია კულტურის სამინისტრო გახდა მხოლოდ "ისთერნ პრომოუშენის" პირადი სამინისტრო"
"მიმაჩნია, ეს მონტაჟია, რადგანაც ჩანაწერში ლიტერატურაც ისეთია, ასე სამარცხვინოდ არავინ ლაპარაკობს"
"კაცი, რომ სამებას და ამდენ ეკლესიებს აგიშენებს, თავისუფლებას მოგიტანს, მერე ის უნდა ლანძღო, კაცო"?!
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:12 / 17-01-2018  Image რატომ შევიდა ბაგა-ბაღებში რძის პროდუქტი ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით? - "მილკოფუდის" განმარტება
"არასწორად ეტიკეტირებული რძის პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა"
11:23 / 17-01-2018  Image "ზვიად მესხი თუ ოდესმე თაზოს გაიცნობს, დარწმუნებული ვარ, შეუყვარდება..." - "ბასიანთან" დაჭრაში ბრალდებულის მამიდა
"ჩვენ პრივილეგირებული ოჯახი არ ვართ... სიკეთის მეტი არ გვიკეთებია...."
15:08 / 17-01-2018  Image დეპუტატი: "გლეხს სწავლა რომ უყვარდეს, გლეხი არ იქნებოდა, სხვა ადგილს მიაგნებდა ცხოვრებაში"
"ის მოსაზრება რომ მოსახლეობა მივატოვოთ და მხოლოდ ვასწავლოთ - არ გამოდგება"
17:29 / 17-01-2018  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ
14:37 / 17-01-2018  Image ქეთა თოფურიას "ცხელი" ფოტოები ტაილანდიდან
ქეთა თოფურია მეგობრებთან ერთად ტაილანდში ისვენებს

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49