კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
19:01 / 09-12-2017
ნახეთ, როგორ გამოიყურება გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი მოხატვის შემდეგ
გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვითი სამუშაოები დასრულდა. ღონისძიების მონაწილე მხატვრებს დღეს ქალაქის მერი კახა კალაძე შეხვდა და მათთან ერთად დაათვალიერა ე.წ. STREET ART-ის შესრულებით მოხატული კედლები.

თბილისის მერის განცხადებით, მიწისქვეშა გადასასვლელი დასუფთავდა, მოწესრიგდა განათება და უახლოეს პერიოდში სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება.

"დასრულებულია გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა. ყველაფერი მოწესრიგებულია. ერთადერთი რაც დარჩა გასაკეთებელი ჩვენი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, ეს არის სათვალთვალო კამერები, რომელსაც აუცილებლად დავაყენებთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ახალგაზრდას, რომლებმაც
სრულიად უსასყიდლოდ მიიღეს ამ აქციაში მონაწილეობა. ჩამოსულები იყვნენ ასევე უცხოელი მხატვრები და მათაც ძალიან ლამაზი ნახატები აჩუქეს თბილისს", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, გმირთა მოედნის შემდეგ ბარათაშვილის მიწისქვეშა გადასასვლელი მოიხატება.

"ეს იქნება უკვე ანაზღაურებადი ჩვენი მხრიდან, რომ კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ახალგაზრდები და ხელი შევუწყოთ ამ მიმართულების განვითარებას. ასევე ვგეგმავთ, რომ ამ ადგილზე მუსიკოსებს მიეცეთ შესაძლებლობა, ყოველ პარასკევს და შაბათს, გამვლელები თავიანთი შესრულებით დაასაჩუქრონ. ვფიქრობ, რომ მიწისქვეშა გადასასვლელები იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილები ჩვენს ქალაქში", - განაცხადა კახა კალაძემ.




STEET ART ფესტივალში მონაწილეობა 30-მდე მხატვარმა მიიღო. პროექტში მონაწილეობის მსურველები თბილისის მერიასა და "თბილსერვის ჯგუფს" სოციალური ქსელებისა და ცხელი ხაზის საშუალებით დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც "თბილსერვის ჯგუფის" ორგანიზებით, მხატვრებისაგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა. შეირჩა 30 მხატვარი, რომლებმაც გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვაზე იზრუნეს. მათ უცხოელ მხატვართა ჯგუფიც შეუერთდა, რომლებმაც ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში "თბილსერვის ჯგუფმა" ასევე, მორეცხვითი სამუშაოები განახორციელა. პარალელურად, მოეწყო განათების ქსელი და დამონტაჟდა LED სანათები.

"თბილსერვის ჯგუფის" მოვლა-პატრონობაში არსებულ სხვა მიწისქვეშა გადასასვლელებში კედლები ე.წ. STREET ART-ის შესრულებით ეტაპობრივად მოიხატება.




15:05 / 10-12-2017
IVA
0
იქნებ კიდე სადმე ნახოთ ცარიელი კედლები და ქარხანა-ფაბირკები "დაგვიხატოთ", სოფლის მეურნეობა, განათლების და ჯანმრთელობის გამართული სისტემა, ისეთი როგორიც ვთქვათ გერმანიაშია, თქვენ საყვარელ ევროპაშია. "დაგვიხატეთ" ღირსეული მასწავლებლები და პენსიონერები, შ.შ. პირები, და საერთოდ იქნებ დაგვიხატოთ ღირსება . ჩვენ აღარ გვახსოვს რა არის ეს, მაგრამ გაგვიგონია რომ "სჯობს სოცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი". არ ვკვდებით და აღარც არავინ გვკლავს, მაგრამ ღირსება აგვყარეს. ვინც იცის ეს რა არის ის მიხვდება რო ასეთ მშვიდად ძილს თბილ ლოგინში, წინა ხაზზე ომი ჯობია!
გამოეხმაურე / 0 /
19:29 / 09-12-2017
ნათელა
11
ჩემი უახლოესი მეგობარი, რომელთან 50 წლის მეგობრობა მქონდა,ძალიან დიდხანს მუშაობდა ციხეში, არ ვიცი იქ რას აკეთებგა,მაგრამ პატიმრებისგან დახატული ულამაზესი სურათები აქვს სახლში, ორი წელია რაც გარდაიცვალა და როცა მივდივარ მასთან ოჯახში იმ სურათების ხილვით ისე ვიხიბლები წამოსვლა არ მინდა. იქნება თქვენ დაასაქმოთ პატიმრები ამ საქმით და თუ არაფერს აუნაზღაურებთ,მათ ისიც ეყოფათ მათი სახელი და გვარი რომ დარჩება შთამომავლობას, რომ არც თუ ისე უნიჭო და ცუდი ადამიანები იყვნენ.
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
კალაძე აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოხელეებს ხელფასები ეზრდებათ, არასწორია
"ახალი წელი ყველა ასაკში ერთნაირად უხარიათ!!!"
"როდესაც ამბობდნენ, რომ ამ დარბაზში ბნელა, ახლა მივხვდი რატომ ბნელა"
"ყვითელი ავტობუსების არსებული ავტოპარკი კრიტიკას ვერ უძლებს და მძიმე მდგომარეობაშია"

ანუკი არეშიძის თქმით, პირველ რიგში არის დედა, შემდეგ ცოლი და სულ ბოლოს - დიზაინერი

პეპელას ფორმის იტალიურ განათებას, რომელიც რუსთაველზეა დამონტაჟებული, "ფარფლები" სცვივა
სარეაბილიტაციო სამუშაოები კორპუსის შემოწმების შემდეგ დაიწყება
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:12 / 17-01-2018  Image რატომ შევიდა ბაგა-ბაღებში რძის პროდუქტი ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით? - "მილკოფუდის" განმარტება
"არასწორად ეტიკეტირებული რძის პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა"
11:23 / 17-01-2018  Image "ზვიად მესხი თუ ოდესმე თაზოს გაიცნობს, დარწმუნებული ვარ, შეუყვარდება..." - "ბასიანთან" დაჭრაში ბრალდებულის მამიდა
"ჩვენ პრივილეგირებული ოჯახი არ ვართ... სიკეთის მეტი არ გვიკეთებია...."
15:08 / 17-01-2018  Image დეპუტატი: "გლეხს სწავლა რომ უყვარდეს, გლეხი არ იქნებოდა, სხვა ადგილს მიაგნებდა ცხოვრებაში"
"ის მოსაზრება რომ მოსახლეობა მივატოვოთ და მხოლოდ ვასწავლოთ - არ გამოდგება"
17:29 / 17-01-2018  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ
14:37 / 17-01-2018  Image ქეთა თოფურიას "ცხელი" ფოტოები ტაილანდიდან
ქეთა თოფურია მეგობრებთან ერთად ტაილანდში ისვენებს

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49