ზაზა ხატიაშვილი - სინათლის გათიშვას პანიკა მოჰყვა, კანდიდატებმა იფიქრეს, რომ ვიღაცას ბიულეტენების ჩაყრა უნდოდა, შემეშინდა და ყუთებთან დაცვა დავაყენე

ზაზა ხატიაშვილი - სინათლის გათიშვას პანიკა მოჰყვა, კანდიდატებმა იფიქრეს, რომ ვიღაცას ბიულეტენების ჩაყრა უნდოდა, შემეშინდა და ყუთებთან დაცვა დავაყენე

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილისთვის უცნობია, თუ რატომ გაითიშა სპორტის სასახლეში ელექტროენერგია მას შემდეგ, რაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა.

მისი განცხადებით, ადგილი აქვს პროვოკაციას, თუმცა კონკრეტულად ეჭვს ვერავიზე მიიტანს.

"ელექტროენერგიის გათიშვას პანიკა მოჰყვა. კანდიდატებმა იფიქრეს, რომ ვიღაცას ბიულეტენების ჩაყრა უნდოდა. მე შემეშინდა და ყუთებთან დავაყენე დაცვა. შესაძლოა, აქ ხელისუფლების ან კანდიდატების ხელიც ერიოს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ვერავის დავაბრალებ. უპრეცედენტო არჩევნები ჩავატარე, ვინაიდან ვითარება მშვიდად მიმდინარეობდა, ახლა კი რა მოხდა არ ვიცი", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ცოტა ხნის წინ სპორტის სასახლეში, სადაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობდა, ვითარება დაიძაბა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ სპორტის სასახლეში სინათლე ჩაქრა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი