"ხალხს სმს მისდის..." - სააკაშვილის პარტია, კიევში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების სამსახურს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

 "ხალხს სმს მისდის..." - სააკაშვილის პარტია, კიევში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების სამსახურს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

პარტია "ახალი ძალების მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს.

"ხალხს მოკლე ტექსტური შეტყობინება მისდის, რომ დღევანდელი აქცია 15:00 საათზე შედგება, რაც სიცრუეა. მარში 12:00 საათზე დაიწყება. ვიკრიბებით ტარას შევჩენკოს პარკში", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

დღეს, კიევში პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით აქცია გაიმართება, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მეორედ დაკავებამდე იყო დაანონსებული.

გუშინ, მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" პირად გვერდზე განცხადება გავრცელდა, რომელშიც ის თავის მხარდამჭერებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი