საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გახდა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გახდა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გახდა. ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში გურასპაულმა ხმების 80% მიიღო, შიო ხეცურიანმა კი, რომელმაც დღეს კანდიდატურა მოხსნა, ხმების - 2%.

"საკალათბურთო სამყაროს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, მთელი სიცხადით ვიგრძენი ის პასუხისმგებლობა, რაც მე დამეკისრა. პირობას ვდებ, რომ ჩემს საკალათბურთო გზას არ გადავუხვევ და ეს ყველაფერი თქვენთან ერთად მოხდება. ჩემს გუნდში თითოეული თქვენთგანი იქნება, რომ ჩვენ უფრო შემართებით გავაკეთოთ საქმე",- განაცხადა გურასპაულმა არჩევის შემდეგ.

გურასპაული კალათბურთის ფედერაციას 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. დღემდე ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე იყო.

არჩევნებში 34 დელეგატიდან მონაწილეობა 27-მა მიიღო.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი