"არ ვარ ისეთი, ზედმეტად რომ გადაყვებიან შვილებს და აბოდებთ..." - როგორი მამაა მიხეილ ცაგარელი

"არ ვარ ისეთი, ზედმეტად რომ გადაყვებიან შვილებს და აბოდებთ..." - როგორი მამაა მიხეილ ცაგარელი

ცნობილი ასტროლოგი მიშა ცაგარელი შვილებთან ურთიერთობისას ასტროლოგიას ხშირად მიმართავს. მისი თქმით, ითვალისწინებს შვილების ფსიქოტიპს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და იმ დროს არჩევს, რომელიც ამა თუ იმ საქმისთვის უფრო სასიკეთო პერიოდია.

ცაგარელი mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს, როგორ მოახერხა, რომ შვილებთან კონფლიქტი არასოდეს ჰქონოდა.

- ზოდიაქოს მიხედვით კურო ვარ და ოჯახურ იდილიას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. ჩემი ურთიერთობა საკმაოდ კარგი იყო არა მხოლოდ მშობლებთან, არამედ ბებიებთან და ბაბუებთანაც. ეს ყველაფერი ჩემზე ძალიან დადებითად მოქმედებდა და ამიტომაც ბავშვობის გახსენება ძალიან მიყვარს. სკოლამდე ბებია-ბაბუასთან ვცხოვრობდით სოხუმში, სადაც ორსართულიანი, უზარმაზარი სახლი გვქონდა და ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იქ გავატარე. უამრავი ბავშვი იყო, ათასი საინტერესო რამ ხდებოდა და ძალიან მრავალფეროვანი იყო ჩვენი ყოველდღიურობა. საახალწლო ფერია მახსოვს ძალიან საინტერესო, გრანდიოზული ნაძვის ხეც გვედგა, აგიზგიზებული ბუხარი სახლში და უამრავი კარგი რამ მაქვს გასახსენებელი... შემდეგ იყო მშობლებთან ცხოვრება თბილისში და სკოლის პერიოდი. აქაც ძირითადად სულ კარგი მახსენდება, მითუმეტეს როცა საუბარია მშობლებთან ურთიერთობაზე. რაღაც პრობლემები ყველგან და ყოველთვის არის, მაგრამ კარგი უფრო მეტი იყო! შემდეგ მე თვითონ გავხდი შვილების პატრონი...

- მეგობრული მამა ხართ თუ მკაცრი?

- ქალ-ვაჟი მყავს და ახლა უკვე საკმაოდ დიდები არიან... მგონია, რომ არ ვიყავი ცუდი მშობელი. ყოველთვის ძალიან ზომიერი ურთიერთობა მქონდა მათთან. არ ვიყავი ისეთი, ზედმეტად რომ გადაყვებიან ხოლმე შვილებს და აბოდებთ. თუმცა არც უყურადღებო მამა არ ვყოფილვარ! შაბათ-კვირას დამყავდა ზოოპარკში, ცირკში, სხვადასხვა გასართობ ადგილებზე... ზამთარ-ზაფხულის კურორტები - ბაკურიანი, ბათუმი არ დაკლებიათ... ვზრუნავდი მათ ჯანმრთელობაზე: სპორტზე დავატარებდი. არანაირი კონფლიქტი შვილებთან არ მქონია განაგრძეთ კითხვა

"არ მალავს, რომ აქვს ვირუსი" - კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი და მისი მეუღლე არიან

დღეის მდგომარეობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს - პრემიერი

"ინფიცირებულ 80 წელს გადაცილებულ ქალთან მოსალოდნელია, გართულება... შესაძლოა, ცუდი პროგნოზული გამოსავალიც" - მარინა ეზუგბაია