"სიყ­ვა­რულ­ზე უარ­მა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა მისი ცხოვ­რე­ბა..." - განდეგილი ბერი გრიგოლის ცხოვრების საინტერესო დეტალები

"სიყ­ვა­რულ­ზე უარ­მა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა მისი ცხოვ­რე­ბა..." - განდეგილი ბერი გრიგოლის ცხოვრების საინტერესო დეტალები

თბი­ლის­ში, ეთ­ნოგ­რა­ფი­ის მუ­ზე­უმ­ში მეგ­რუ­ლი ოდა დგას. წლე­ბის წინ ეს სახ­ლი ნა­და­რე­იშ­ვი­ლე­ბის ეზო­ში, აბა­შის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ონ­ტო­ფო­ში იდ­გა. იმ ეზო­ში ახ­ლა ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლია და ორი საყ­ვა­რე­ლი მო­ხუ­ცი ცხოვ­რობს: 90 წლის რე­ვაზ ნა­და­რე­იშ­ვი­ლი და მი­სი მე­უღ­ლე. ბა­ტო­ნი რე­ვა­ზი იხ­სე­ნებს, სახ­ლი ლაზ­მა ოს­ტა­ტებ­მა ისე ააშე­ნეს, ლურ­ს­მა­ნი არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ა­თო. ამ ჭერ­ქ­ვეშ თურ­მე ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ი­ზარ­და. ჩვენ კი ერთ-ერ­თი მათ­გა­ნის, ბე­რი გრი­გოლ ნა­და­რე­იშ­ვი­ლის სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე მის ძმის­შ­ვილ­თან ვი­სა­უბ­რეთ.

- ეთ­ნოგ­რა­ფი­ის მუ­ზე­უმ­ში გა­მო­ხარ­შუ­ლი წაბ­ლის ხის­გან ულურ­ს­მ­ნოდ დამ­ზა­დე­ბუ­ლი კოლ­ხუ­რი ოდა დგას. ალ­ბათ ბევ­რ­მა არ იცის ამ სახ­ლის ის­ტო­რია. ამ სახ­ლ­ში გი­გო ნა­და­რე­იშ­ვილ­მა და სო­ფიო ჭან­ტუ­რი­ამ 3 ვა­ჟი და 2 ქა­ლიშ­ვი­ლი გა­ზარ­დეს. უფ­რო­სი შვი­ლი ბე­რი გრი­გო­ლი გახ­ლ­დათ, ერის­კა­ცო­ბა­ში ვა­სი­ლი, ში­ნა­უ­რე­ბი ბა­ტას ეძახ­დ­ნენ. მე­ო­რე ვაჟს ვლა­დი­მე­რი ერ­ქ­ვა, მა­მა­ჩემს კი ნეს­ტო­რი. ჰყავ­დათ ორი და, ჩა­ტუ (პა­რას­კე­ვა) და პე­ლა­გია. დი­დე­ბუ­ლი მა­მი­დე­ბი მყავ­და, ძა­ლი­ან ლა­მა­ზე­ბი. ბა­ბუ­ას მე­ექ­ვ­სე შვი­ლი ჰყო­ლია - ფი­ლი­პე, ჩვი­ლი გარ­დაც­ვ­ლი­ლა. შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც იმ ოდა­ში გა­ვი­ზარ­დეთ. ჩე­მი ინი­ცი­ა­ტი­ვით ეს სახ­ლი მე­რე მუ­ზე­უმს გა­და­ე­ცა. ბა­ბუა სა­ეკ­ლე­სიო გლე­ხი იყო, რე­ფორ­მე­ბი რომ ჩა­ტარ­და და ბა­ტონ­ყ­მო­ბა გა­უქ­მ­და, სო­ხუმ­ში გა­და­სუ­ლა, იქ წა­იყ­ვა­ნა უფ­რო­სი შვი­ლი, ვა­სი­ლი და გიმ­ნა­ზი­ა­ში სწავ­ლობ­და ბა­ტა ბი­ძია. ბა­ბუა შეძ­ლე­ბუ­ლი კა­ცი ყო­ფი­ლა, მა­მუ­ლე­ბის გარ­და სო­ხუ­მის ცენ­ტ­რ­ში სა­კუ­თა­რი დუ­ქა­ნი ჰქონ­და. აფხა­ზეთ­ში მდგარ რუ­სე­თის ჯარს ამა­რა­გებ­და, სა­მეგ­რე­ლო­დან მიჰ­ყავ­და ცოცხა­ლი სა­ქო­ნე­ლი. სა­ვაჭ­რო სახ­ლე­ბიც ჰქო­ნია, ერ­თი სიტყ­ვით, კო­მერ­ცი­ას ეწე­ო­და და საკ­მა­ოდ მდი­და­რიც იყო. რო­გორც ვი­ცი, XIX სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში ააშე­ნეს ის ოდა. თურ­მე 3 წე­ლი აშე­ნებ­დ­ნენ, ერ­თი ლურ­ს­მა­ნიც კი არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ. სახლს უნი­კა­ლუ­რი ორ­ნა­მენ­ტე­ბი ჰქონ­და, მუ­ზე­უ­მის ხალხს გა­ვა­ტა­ნეთ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ და­უ­კარ­გავთ.

ბა­ბუა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­დაც­ვ­ლი­ლა, ოჯა­ხის უფ­რო­სი შვი­ლი ბა­ტა, მა­შინ სრულ­წ­ლო­ვა­ნი არ ყო­ფი­ლა, ამი­ტომ მე­ურ­ვედ ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი და­უ­ნიშ­ნეს. მან თურ­მე ბა­ბუ­ის ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბა სცა­და, მი­წის ნაკ­ვე­თის შე­მო­ღობ­ვაც კი და­იწყო. 14 წლის ბა­ტას ოჯა­ხის ღირ­სე­ბა და­უ­ცავს, გად­მო­უ­ღია მა­მის თო­ფი და სრო­ლა აუტე­ხია. ის კა­ცი გაქ­ცე­უ­ლა. ამის შემ­დეგ ბა­ტამ სოფ­ლის მა­მა­სახ­ლისს მოს­თხო­ვა, სოფ­ლის კრე­ბა მო­ეწ­ვია. მა­მა­სახ­ლი­სიც იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხ­და­რა, არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი და­ე­ნიშ­ნა მა­მის ქო­ნე­ბის გან­მ­კარ­გა­ვად. სო­ხუ­მის გიმ­ნა­ზი­ა­ში სწავ­ლობ­და ბა­ტა და ამ მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო სწავ­ლის­თ­ვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა მო­უხ­და. ბი­ძა­ჩე­მი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და იყო, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი იდე­ე­ბით გა­ტა­ცე­ბუ­ლი. მე­გობ­რობ­და კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას­თან, ალექ­სან­დ­რე აბა­შელ­თან და იმ დრო­ის სხვა ცნო­ბილ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებ­თან. გა­მორ­ჩე­უ­ლი აღ­ნა­გო­ბა ჰქონ­და. არც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა აწუ­ხებ­და, კარ­გად ჩაც­მუ­ლი და­დი­ო­და. ერ­თი სიტყ­ვით, სა­სურ­ვე­ლი სა­სი­ძო იყო. თურ­მე თა­ვად მი­ქე­ლა­ძეს იმ­დე­ნად მოს­წო­ნე­ბია, მის­თ­ვის სა­კუ­თარ ქა­ლიშ­ვილ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა შე­უ­თა­ვა­ზე­ბია, მაგ­რამ ბა­ტას ამ დროს იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი დი­დი ვაჭ­რის მშვე­ნი­ე­რი ქა­ლიშ­ვი­ლი უყ­ვარ­და. ბე­ბი­ა­ჩე­მი კი ტრა­დი­ცი­ებ­ზე აღ­ზ­რ­დი­ლი ქა­ლი იყო და თურ­მე ამ სიყ­ვა­რულს წინ აღუდ­გა.

- რა­ტომ?

- შვი­ლის­თ­ვის უთ­ქ­ვამს, კა­თო­ლი­კე გა­დამ­თი­ე­ლი რძა­ლი არ მინ­დაო. არა­და, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ბი­ძა­ჩემს იტა­ლი­ე­ლი ულა­მა­ზე­სი გო­გო, გვა­რად სპრინ­ქ­ვე­ლი. გო­გოს მა­მა ქსო­ვი­ლე­ბით ვაჭ­რობ­და, ონ­ტო­ფო­ში 1810 წელს ჩა­მო­სუ­ლა და აქ ცხოვ­რობ­დ­ნენ. ბი­ძა­ჩე­მი 1886 წელს არის და­ბა­დე­ბუ­ლი. ის გო­გო რომ გა­იც­ნო, 27 წლის იყო. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, მაგ­რამ დე­დის უარს წინ ვერ აღუდ­გა, რე­ლი­გი­ამ შე­უ­შა­ლა ხე­ლი მათ ქორ­წი­ნე­ბას. და­შორ­დ­ნენ ისი­ნი ერ­თ­მა­ნეთს. სიყ­ვა­რულ­ზე უარ­მა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა ბა­ტას ცხოვ­რე­ბა. ამას ისიც და­ე­მა­ტა, რომ რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ­მა მე­გობ­რებ­მაც იმე­დი გა­უც­რუ­ეს. იყო ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ერ­თო­ბის წევ­რი 1905-07 წლებ­ში. ამ ერ­თო­ბის წევ­რი ყო­ფი­ლა მა­შინ პო­ე­ტი ალექ­სან­დ­რე აბა­შე­ლი, რო­მელ­საც ბი­ძა­ჩემ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და და ჩვენს სახ­ლ­შიც და­დი­ო­და. ბე­ბი­ა­ჩე­მი იხ­სე­ნებ­და, ხა­ჭა­პურს რომ გა­მო­ვუცხობ­დი, ოთახ­შიც არ მიშ­ვებ­დ­ნენ, მარ­ტო­ნი ის­ხ­დ­ნენ და სა­უბ­რობ­დ­ნე­ნო. 1905 წლის მოვ­ლე­ნებ­მა და­არ­წ­მუ­ნა, რომ რე­ვო­ლუ­ცი­ურ მოძ­რა­ო­ბა­ში პარ­ტი­უ­ლი ტე­რო­რის­ტე­ბი დიდ როლს ას­რუ­ლებ­დ­ნენ.

მა­ღა­ლი იდე­ა­ლე­ბის კა­ცი იყო ბი­ძა­ჩე­მი და მათ მა­ლე ჩა­მო­შორ­და. ეტყო­ბა პე­სი­მიზ­მ­ში ჩა­ვარ­და და წა­ვი­და სე­ნაკ­ში, ალექ­სი შუ­შა­ნი­ას სა­ვა­ნე­ში. მას გა­ან­დო თა­ვი­სი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლი და სწო­რედ მი­სი კურ­თხე­ვით წა­ვი­და ბე­რად. მორ­წ­მუ­ნე ოჯახ­ში აღ­ზ­რ­დილ­მა, ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბა არ­ჩია. მი­სი სუ­ლი­ე­რი მოძღ­ვა­რი ბე­რი ალექ­სი შუ­შა­ნია იყო, რო­მელ­საც ბა­ტას­თან მი­მო­წე­რა ჰქონ­და. დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლია ლექ­სი, მიძღ­ვ­ნი­ლი ალექ­სი ბე­რის მი­ერ მის­და­მი და იქი­დან ჩანს, რო­გორ ამ­ხ­ნე­ვებ­და იგი მორ­ჩი­ლე­ბის გზა­ზე დამ­დ­გარ ბი­ძა­ჩემს. 27 წლის მოძღ­ვ­რის კურ­თხე­ვით წმინ­და ათო­ნის მთა­ზე წა­ვი­და, სა­დაც მსა­ხუ­რობ­და მა­მა გრი­გო­ლი. არა­ვის­თ­ვის არ უთ­ქ­ვამს, ბე­რად რომ მი­დი­ო­და. ფო­თი­დან წა­ვი­და, გე­მით უნ­და წა­სუ­ლი­ყო ათო­ნის მო­ნას­ტერ­ში. სა­მო­ქა­ლა­ქო სუ­რა­თი 1908 წელს გა­და­უ­ღია თეთრ ჩო­ხა­ში და ეს დე­და­ნი შე­მორ­ჩე­ნი­ლია, მუ­ზე­უმს გა­და­ვე­ცით... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი