"ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში რთული პერიოდია და ვერ წარმომედგინა თუ რამე ასე გამიხარდებოდა" - გიული ალასანია შვილის გათავისუფლებაზე

"ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში რთული პერიოდია და ვერ წარმომედგინა თუ რამე ასე გამიხარდებოდა" - გიული ალასანია შვილის გათავისუფლებაზე

"ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში რთული პერიოდია და ვერ წარმომედგინა თუ რამე ასე ძალიან გამიხარდებოდა" - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია უკრაინის პეჩორის სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი შვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

როგორც ალასანიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, ეს არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ უკრაინის და საქართველოს გამარჯვებაცაა.

"დაწყებული იქიდან, რაც მას მოქალაქეობა ჩამოართვეს, ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ. იცით, რომ ცოტა ხნის წინ დედა გარდამეცვალა და საერთოდ, ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში რთული პერიოდია და ვერ წარმომედგინა, თუ რამე ასე ძალიან გამიხარდებოდა. წარმოუდგენელი რამ მოხდა. ოპტიმისტი ვარ და რაღაც კარგს ველოდებოდი, მაგრამ იმდენად ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ მიდიოდა.. მთელი საღამო მირეკავდნენ და მილოცავდნენ შინაპატიმრობას. კატეგორიულად არ ვიღებდი ამ მოლოცვას, რადგან ვერ წარმომიდგენია ოთხ კედელში გამოკეტილი ჩემი შვილი. ის, რაც დღეს მოხდა, ძალიან სასიხარულო ამბავია, ეს მარტო ჩემი შვილის გამარჯვება არ არის, ეს თქვენი გამარჯვებაცაა, ეს ჩვენი გამარჯვებაა, ეს უკრაინის და საქართველოს გამარჯვებაა...", - განაცხადა გიული ალასანიამ.

ნახეთ ვიდეო

კიევის პეჩერსკის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა. პროცესს თავად ბრალდებული სააკაშვილიც ესწრებოდა, თუმცა ის განსასჯელთა საკანში არ მოუთავსებიათ და ადვოკატების გვერდით დასვეს.

აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობის შეფარდების შუამდგლომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. დღევანდელ პროცესს ესწრებოდნენ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი და უკრაინის ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის იულია ტიმოშენკო.

მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ბოლო სამი დღის განმავლობაში წინასწარი დაკავების იზოლატორში იყო მოთავსებული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი