ოთახში დამარხული ქალის საიდუმლო ბურთმა გაამჟღავნა... - სოფელ არბოშიკში წლების წინ მომხდარი მკვლელობის ამბავი

ოთახში დამარხული ქალის საიდუმლო ბურთმა გაამჟღავნა... - სოფელ არბოშიკში წლების წინ მომხდარი მკვლელობის ამბავი

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში, ჯამალაშვილების საცხოვრებელ ბინაში, თანასოფლელმა ბავშვებმა, აყრილი იატაკის ქვეშ, დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანის გვამი იპოვეს. მცირეწლოვანი ბავშვები ოთახში მას შემდეგ აღმოჩნდნენ, რაც ქუჩაში თამაშის დროს ბურთმა ფანჯარა შეამტვრია და იმ ოთახში დაეცა, სადაც დანაშაულის დაფარვის მიზნით ადამიანი იატაკის ქვეშ დამარხეს...

შემთხვევა 2004 წლის შემოდგომაზე მოხდა, თვითმხილველებმა დაუყოვნებლივ დედოფლისწყაროს პოლიციას აცნობეს. ვინაიდან ხსენებული ბინა დიდი ხნის მიტოვებული იყო და მისი მეპატრონე ქალბატონიც მოულოდნელად სოფლიდან გაიხიზნა, პოლიციამ ეჭვი იმთავითვე ნანა ჯამალაშვილზე მიიტანა და მისი ძებნა დაიწყო. სისხლის სამართლის საქმეს დედოფლისწყაროს პროკურატურა და გამომძიებელი დავით დუღაშვილი იძიებდა. გაირკვა, რომ გვამი რამდენიმე წლის წინ გაუჩინარებულ ქალბატონს, ლაგოდეხში მცხოვრებ ირინა მჭედლიძეს ეკუთვნოდა.

როგორც ცნობილია, საქართველოში სამოქალაქო ომის შემდეგ მოსახლეობა საყოველთაო სიდუხჭირემ მოიცვა, რის გამოც ქვეყანაში უმართავი პროცესები წავიდა. 90-იან წლებში ძალიან გამწვავდა კრიმინოგენური ვითარება. ძარცვა-გლეჯა და ახლობლების დაყაჩაღებაც კი ჩვეულ მოვლენად აღიქმებოდა. ყველაფერთან ერთად ქვეყანაში საკვების დეფიციტიც შეიქმნა. ხელისუფლება მოსახლეობას პურითაც ვერ აკმაყოფილებდა, რის გამოც დაცარიელებულ მაღაზიებთან დილიდანვე უშველებელი რიგები იდგა. ამ წლებში, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, თავის გადარჩენა ვაჭრობით მოახერხა. განათლებული ადამიანებიც აღარ თაკილობდნენ დახლთან დგომას თუ საოჯახო საქონელის გასაყიდად ქუჩა-ქუჩა სიარულს.

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები ირინა მჭედლიძეც გართულებულმა ცხოვრებამ აიძულა ქუჩაში გასულიყო და ოჯახი ვაჭრობით ერჩინა. გამოძიების მასალების მიხედვით, სხვადასხვა საქონლითა თუ ტანსაცმლით სავსე ჩანთებით ხელში ირინა მჭედლიძე პერიოდულად კახეთის სხვადასხვა რაიონებს სტუმრობდა.

ერთ დღესაც, მჭედლიძე სახლიდან ჩვეულებისამებრ სავაჭროდ გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. როგორც მჭედლიძის ახლობლები აცხადებენ, იგი არც დროსტარებას იკლებდა, რის გამოც მისი გაქრობა არავის გაჰკვირვებია და წლობით გაუჩინარებული ქალბატონი არც საკუთარ ოჯახს მოუკითხავს... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი